1921 წლის 19 თებერვალს კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში მარო მაყაშვილი დაიღუპა. მაყაშვილის ჩანაწერების რვეულში, რომელშიც 19 წლის მაროსა და იმდროინდელ საქართველოზე დაწვრილებით მოგვითხრობს, წერია:

“ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა “პარადი”. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ – “ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!” არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს”.

1927 წელს მარო მაყაშვილის მამა, კოტე მაყაშვილი, ქალიშვილზე წერდა:

“1921 წლის თებერვალში თბილისის გარშემო ახმაურდნენ ზარბაზნები. ვერავითარმა მუდარამ, რჩევამ ვერ გაჭრა მაროზე. მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო. 17 თებერვალს იგი ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად. იმავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად წავიდა კოჯრისკენ. 19 თებერვალს საღამოს, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ არც კი დააცალა უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსა და მშობელთათვის”.

შეგახსენებთ, რომ 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო, რის შემდეგაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია გამოცხადდა. საოკუპაციო რეჟიმის დამყარებამდე კოჯორთან რუსულ არმიასთან ბრძოლაში ქართველი იუნკრები დაიღუპნენ.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s