ქართველი ჯარისკაცის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

“ამ ვიდეოზე იდინტიფიცირება არის ძალიან რთული. ვმუშაობთ და ვამოწმებთ აღნიშნულ ინფორმაციას”, – განუცხადეს უწყებაში “17 მაისს”.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ამბობს, რომ გეია მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციაზე საუბრობს.

ჯარისკაცი აცხადებს, რომ მისი 6 წლიანი კონტრაქტი მაისში იწურება და კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი ჰომოფობიური მოტივით თქვეს.

“მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც ვმსახურობ ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში 6 წელია და ახლა მიმთავრდება კონტრაქტი, მაისში. მეთაური არ მაძლევს იმის უფლებას, რომ კონტრაქტი გავაგრძელო. მოტივი არის ის, რომ მე ვარ გეი. ეს იცის ყველამ – მეთაურმა, ჯარისკაცმა, საზოგადოებამ და ამ მოტივის გამო არ უნდათ, კონტრაქტი გამიგრძელონ. მე დანაშაული არაფერი არ მაქვს ჯარში და ვითხოვ მფარველობას თავდაცვის მინისტრისგან და პრეზიდენტისგან, რომ ყურადღება მომაქციონ და არ მქონდეს ღირსება შელახული. ვითხოვ, ნორმალური სამსახურის უფლებას და კონტრაქტის გაგრძელებას”, – ამბობს ჯარისკაცი გავრცელებულ ვიდეოში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s