თბილისში,  ”მწვანე მუშტის” ორგანიზებით, ტყიბულელი მეშახტეების მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები კომპანია ჯი-აი-ჯი-ის პოლიტიკას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ ტყიბულელი მუშების მოთხოვნებს სრულად იზიარებენ.

აქცია მეტრო სადგურ ”დელისთან” დაიწყო და კომპანია ჯი-აი-ჯი-ის შენობის წინ გაგრძელდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლევან ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ თბილისის აქცია გაიმართა იმისათვის, რომ გვერდში დაუდგნენ და სოლიდარობა გამოუცხადონ ტყიბულელ მუშებს.

”ჩვენ სრულიად ვიზიარებთ მათ მოთხოვნებს. არც ერთი სიტყვით მეტს არ ვამბობთ. ტყიბულელი მეშახტეები  ითხოვენ ხელფასის გაზრდას, ითხოვენ შრომის პირობებზე ობიექტურ ზედამხედველობას და ითხოვენ კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას, რათა მათი უფლებები უფრო ეფექტურად იყოს დაცული. ჩვენ ვდგავართ მათი ინტერესების სადარაჯოზე და თბილისშიც გვინდა ვუთხრათ ჯი-აი-ჯი ჯგუფის ხელმძღვანელობას, რომ ტყიბულელი მაღაროელები მარტო არ არიან და ახალგაზრდული, სოციალური თუ სხვადასხვა ჯგუფები ფიქრობენ მათ კეთილდღეობაზე”, – აღნიშნავს ლორთქიფანიძე.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მუშების ინტერესებიდან ამოდიან და კომპანია ჯი-აი-ჯისგან შრომითი უფლებების დაცვას მოითხოვენ.

”ვთვლით, რომ მუშათა ხელფასები უნდა გაიზარდოს, რადგან კომპანიის შემოსავლები ძალიან გაიზარდა, მუშათა ხელფასები კი იგივე დარჩა. სოციალური პროგრამები, რომელსაც კომპანია ახორციელებს, არაფერს ნიშნავს. მუშები დაუცველები არიან შრომითი უფლებების მხრივ. ვითხოვთ ამ ყველაფრის რეგულაციას, ფორმაში მოქცევას და ზოგადად, მათი უფლებების დაცვას”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულელი მეშახტეები 13 თებერვლიდან გაფიცულები არიან. დასაქმებულები ინვესტორისგან ხელფასების 40%-ით გაზრდას, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ზეგანაკვეთური საქმიანობის ანაზღაურებასა და სამუშაო პირობების (სპეც. სამოსი, ტექნიკა, საპირფარეშოები, სააბაზანოები და ა.შ.) გაუმჯობესებას ითხოვენ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s