საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ქვეყნის სოციალური სამართლიანობის საზომი ტყიბულში მიმდინარე მოვლენებზე გადის. ეკლესია მიმართავს სახელმწიფოს, მოაგვაროს ყველაზე დაუცველი დარგის მუშაკების – მაღაროელების საკითხები.

“როგორც დამსაქმებლის, ისე ხელისუფლების მიერ მაღაროელთა განცხადებაზე გაცემული პასუხი, იმის თაობაზე, რომ უახლოესი ორი თვის მანძილზე განხილული იქნება მაღაროელების მოთხოვნების ნაწილი (უსაფრთხო სამუშაო პირობები), ხოლო ნაწილი საერთოდ განხილვას არ დაექვემდებარება (ხელფასების მომატების საკითხი) ეს მაშინ, როცა 2016 წლიდან ამ ადამიანებს 400 ლარით ნაკლები ხელფასი შეაქვთ ოჯახებში, პირველ რიგში უპასუხისმგებლობის ნიშანია. 
ამ უკიდურესად დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს გაფიცულებისა და მათი მხარდამჭერების დაპატიმრების ამბავი. 
ჩვენ ვლოცულობთ სახელმწიფო მოხელეების ბრძნული და ადამიანების კეთილდღეობისკენ მიმართული გადაწყვეტილებებისთვის და ასევე გაფიცულთა და მათ მხარდამჭერთა სიმშვიდისთვის, რომ დაძაბულობამ გამოუსწორებელი შედეგები არ მიიღოს”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეები 13 თებერვალს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნები შრომის პირობების გაუმჯობესება და ხელფასის 40% -ით გაზრდაა. მაღაროს მფლობელი საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი კი უარს აცხადებს გაფიცული მაღაროელების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s