ამ წუთებში ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ორგანიზაცია “მამულიშვილთა კავშირი” მართავს, ისინი ბათუმში ერთ-ერთ ძეგლს აპროტესტებენ, რადგანაც მათი თქმით, ის “მამათმავლების” ძეგლია.

ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძის თქმით, ძეგლის შესასწავლად რამდენიმე ექსპერტი მიიწვია.

“როდესაც საკრებულომ მომწერა, რომ ეს არის “რომეო და ჯულიეტა”, მე მოვიწვიე სპეციალისტები, ექსპერტები, გამოჩენილი მხატვრები და მოქანდაკეები, არქიტექტორები და ყველა ადასტურებს ხელმოწერით, 11 მოქანდაკე და მხატვარი, რომ ორივე ფიგურა არის მამაკაცის და ქალთან მიახლოვებაც კი არ არის”, – ამბობს ბოლქვაძე.

როგორც  “17 მაისს” ორგანიზაციის წარმომადგენელმა მალხაზ ცენტერაძემ განუცხადა, ისინი ბათუმის მერიისგან ძეგლის აღებას ითხოვენ და ამისთვის 1 კვირიან ვადას აძლევენ.

“მამათმავლების ძეგლია, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზეა. რკინის კონსტრუქციაა. მათმავლების, გეიების ძეგლია. ერთი კაცი არის დაჩოქილი, მეორე კაცს კი გული უჭირავს ხელში და სიყვარულს უხსნის. ეს არის გეიების ძეგლი. ეს იცის ჩვენმა ხელმძღვანელობამ, ჩვენმა მერიამაც. შეტანილია განცხადება და ყურადღებას არავინ აქცევს. ჩვენ მივხედავთ ამას. ერთი კვირიან ვადას ვაძლევთ და მე პირადად მოვტეხავ ამ ძეგლს და მერე დამიჭირონ, თუ მაგარი ბიჭები არიან”, – ამბობს ცენტერაძე.

მისივე თქმით, ამ წუთებში აქციაზე დაახლოებით 20-მდე ადამიანია შეკრებლი.

“ძეგლი ნაციონალების დროს, სააკაშვილმა დაადგმევინა. ამით მამათმავლებს უკეთებენ რეკლამას. აგიტაციას უწევენ მამათმავლებს, რომ გამრავლდნენ. ჩვენ არ მოგვწონს ეს და ამას შევებრძოლებით, რამდენადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს”, – ამბობს ცენტერაძე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

3 Comments

  1. ბათუ 26/02/2016, 18:50

    ვაი თქვენს პატრონს. რუსი რომ გიხნავთ სამშობლოს, სამშობლოს დაცვის გამო კი არ გამართავთ აქციას, რაღაც იდიოტობაზე მართავთ, არფერი გეშველებათ.

    Like

    პასუხი

  2. KETILMA SZLIA BOROTSA AI RASHI IXARGEBODA FULI ROMELIZ MIMARTULI IJO CVENI MENTALIBIS DASANGRAVAT

    Like

    პასუხი

  3. საქართველოში ისევ ბნელა

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s