კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ჰომოფობიური ბულინგის წინააღმდეგ გამოდის და კანადის ეროვნულ ღონისძიებაში, “Pink Shirt Day”-ში იღებს მონაწილეობას.

აღნიშნული ღონისძიების შექმნის იდეა 2007 წელს დაიბადა, როდესაც კანადის ერთ-ერთ პროვინციაში, სკოლის მოსწავლე გეი ბიჭი მხოლოდ იმიტომ დაჩაგრეს, რომ მას ვარდისფერი მაისური ეცვა.

ამ ფაქტის საპასუხოდ, სკოლის დანარჩენმა მოსწავლეებმა 50 ვარდისფერი მაისური შეაგროვეს და სწორედ ასე შეიქმნა “Pink Shirt Day” (ვარდისფერი მაისურის დღე).

აქციაში ჩართვისკენ ჯასტინ ტრუდო თავის კოლეგებსაც მოუწოდებს.

“გამარჯობა, მე ჯასტინ ტრუდო ვარ. გილოცავთ ვარდისფერი მაისურის დღეს. “ჯოხებით ცემამ და ქვების სროლამ შესაძლოა ძვლები მომტეხოს, მაგრამ სიტყვები ვერასდროს მატკენენ” – ეს გამოთქმა არასწორია, რადგან სწორედ სიტყვები სტკენენ ყველაზე მეტად. სიტყვებმა და ბულინგმა შესაძლოა დიდი ემოციური და ფიზიკური ზიანი მოგვაყენოს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ მხარს გიჭერთ და გვიყვარხართ. 

ვიცით, რომ მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა და არა სისუსტე. მჯერა, რომ სიკეთე ყველაფერს უშველის. დავდგეთ ყველანი ერთად ბულინგის წინააღმდეგ”, – აცხადებს ჯასტინ ტრუდო. 

წყარო: www.pinknews.co.uk

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s