ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ტყიბულის მაღაროში გაფიცულებს უერთდება და აცხადებს, რომ ტყიბულის მეშახტეების მდგომარეობა არაა განყენებული შემთხვევა და სისტემური პრობლემის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ამბობს, რომ მძიმე ინდუსტრიაში შრომის გაუსაძლისი პირობებია.

“საქართველოში მძიმე ინდუსტრიის (და არა მხოლოდ) დარგში რთული ვითარებაა შრომის უსაფრთხოების მხრივ, რაც აისახება დაშავებულებისდასახიჩრებების და სიკვდილიანობის სავალალო სტატისტიკაზე. ბიზნესი და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულებისთვის შრომის უსაფრთხოების ელემენტარული ზომები! ამასთან, მენეჯმენტის მხრიდან ხშირად ვლინდება ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა. მაგალითად, ირკვევა, რომ ტყიბულში შახტებში ჩასულ მაღაროელებს გარედან კეტავენ, რაც ართულებს ავარიის ან მეშახტის დაშავების შემთხვევაში დახმარების მიწვდენას”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მაღაროში მუშაობა ჯანმრთელობისთვის საშიშია და უამრავ სხვა სირთულესთანაა დაკავშირებული. ამას ემატება ისეთი აუტანელი პირობები, როგორიცაა ზამთრის უნიფორმის არარსებობა, ჰიგიენის ნორმების დარღვევა და დაბალი ხელფასები.

“სახელმწიფო მიზანმიმართულად ატარებს ბიზნესის ინტერესს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უფლებების ხარჯზე. უპასუხისმგებლო ბიზნესი, რომელიც აზიანებს გარემოს, ანგრევს კულტურულ მემკვიდრეობას და არღვევს ადამიანის უფლებებს არ არის წარმატებული ინვესტიცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფემინისტებისთვის მიუღებელია ჩაგვრის ყველა ფორმა და გამოვლინება და მნიშვნელოვანია სოლიდარობა სხვადასხვა მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებს შორის.

“ყველა იმსახურებს შრომის ღირსეულ პირობებს! სამსახურში ხალხი არ უნდა კვდებოდეს! მენეჯმენტის ხელფასი ასჯერ არ უნდა აღემატებოდეს მუშის ხელფასს! უმუშევრობით სასოწარკვეთილი ხალხის მონურ შრომაში ჩაბმა არ არის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი! სოლიდარობა ტყიბულის მაღაროელებს!” – ამბობენ ფემინისტები.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s