თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის ცემაში ბრალდებულ კაცს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლოს ცნობით, გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა ოჯახური დანაშაულისათვის ბრალდებული დ.ხ.-ს მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ საქმის მასალების თანახმად, თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით სახისა და თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა დედას, რის შედეგადაც, ქალმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო. კერძოდ, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის შეშუპება, მწვავე ჰემატომა შუბლის არეში და გულმკერდის დახურული ტრავმა.

“ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხსენებული დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩაიდინა, რაც გამოწვეული იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დედის არაადეკვატური ქცევით. სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე, დ.ხ. დამნაშავედ ცნო მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s