ქალი იისფერ ჰიჯაბში პიანინოზე უკრავს, ლოყებზე კი ცრემლები ჩამოსდის, თავის მარტოობაზე შექმნილ თემას ასრულებს. მის ქვემოთ კი მანქანები და ლურჯი ცათამბჯენებია. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს მის წინააღმდეგობრივ ბუნებას – ის ძლიერია, მგრძნობიარე, გრაციოზული, იზოლირებული, სევდიანი. და მაინც, ის არავის მიმართავს, თავის გრძნობებს მშვიდად, მარტო გამოხატავს.

ნამუშევარი შამსია ჰასანის შესრულებულია, ავღანეთში ცნობილი ქუჩის მხატვარი. ჰასანი 1988 წელს თეირანში, ავღანელების ოჯახში დაიბადა. მხატვრობის შესასწავლად კი ქაბულში გადავიდა. შამსია ახლაც ავღანეთის დედაქალაქში ცხოვრობს, მის კედლებს ქუჩის მხატვრობით ალამაზებს და მოქალაქეებს მშვიდობასა და იმედზე ესაუბრება.

ჰასანის სურს, ავღანეთი განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს, არა ომთან და ძალადობასთან ასოცირებული, არამედ – სილამაზესთან და ხელოვნებასთან.

“მე მინდა, ადამიანების გონებიდან ომის ყველა ცუდი მოგონება ფერებით დავფარო”, – ამბობს მხატვარი Street Art Bio-სთან ინტერვიუში.

ჰასანი თავის ხელოვნებაში გენდერულ როლებსაც ხაზს უსვამს.

“მე მინდოდა მეჩვენებინა ქალების სიძლიერე და სიხალისე. ჩემს ნამუშევრებით მსურს ვაჩვენო, რომ ავღანურ საზოგადოებაში ქალი დაბრუნდა ახალი, ძლიერი სახით. ეს არ არის ქალი, რომელიც სახლში რჩება. ეს სულ სხვა, “ახალი” ქალია, ენერგიით სავსე, რომელსაც ყველაფრის თავიდან დაწყება სურს. მე მსურს ქალების შეცვლა, მსურს, ხალხმა მათ სხვანაირად შეხედოს”.

ბურკა და ჰიჯაბი, ისლამური სამყაროს ქალების სამოსი, ჰასანის ნამუშევრებში მოდერნისტულია. რაც ყველაზე მთავარია, ნახატები ამსხვრევს დასავლურ სტერეოტიპს, რომ ტრადიციის ჩარჩოებში შეუძლებელია იყო თავისუფალი.

“მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ ბურკა პრობლემაა. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ქალი ბურკას გაიხდის, პრობლემები აღარ ექნებათ, მაგრამ ასე არ არის. ავღანელ ქალებს უამრავი პრობლემა აქვთ. მაგალითად, მათ არ აქვთ განათლების მიღების საშუალება და ეს ბევრად უფრო მძიმე პრობლემაა, ვიდრე ბურკა”.

ჰასანი ახალ ნამუშევრებს 2-3 თვეში ერთხელ ქმნის. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის უმეტესი ნაწილისგან განსხვავებით, სადაც ქუჩის მხატვრობა კრიმინალად არის აღიარებული, ავღანეთში ის ნებადართულია. ჰასანი გრაფიტის შექმნას ქაბულის უნივერსიტეტშიც ასწავლის. მისი სტუდენტები დაახლოებით, მისი ასაკისანი არიან.

რეგიონში არტ გალერეების რიცხვი მცირეა. თუმცა, მრავლად არის მოსაწყენი კედლები. გრაფიტი ხელოვნების ფართოდ გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, ჰასანი, თავისი სქესის გამო, მუშაობისას დაბრკოლებებს აწყდება და ხშირად უპირისპირდება უმრავლესობაში გავრცელებულ მახინჯ აზრს, რომ ქალის ადგილი სახლშია.

სექსისტური დამოკიდებულებების გამო, ჰასანმა “dreaming graffiti” შექმნა – ნამუშევრები არა ქუჩაში, არამედ სტუდიაში იქმნება. ის იყენებს ციფრულ სურათებს, როგორც ქალაქის სივრცეს.

ამ ეტაპზე მხატვრის სტუდიაში შექმნილი ნამუშევრები ლოს ანჯელესის ჰამერის მუზეუმშია წარმოდგენილი.

shamsia 1shamsia 2shamsia 3shamsia 4shamsia 5shamsia 6shamsia 7shamsia 8Shamsia hassani

წყარო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s