საქნახშირი ჯი-აი-ჯი ადმინისტრაციის შენობაში გაფიცული მაღაროელების შეჭრას განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მეშახტეებმა კერძო საკუთრება ვანდალურად დაარბიეს, გუშინ ღამით კი “სიტუაცია უკიდურესად” დაძაბული იყო.

“საქნახშირი ჯი-აი-ჯი” ჯგუფის მიმდებარე ტერიტორიზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა შეძლო შეღწევა ჯერ კომპანიის ეზოში, შემდეგ შეიჭრა ადმინისტრაციულ კორპუსში. მოხდა კერძო საკუთრების ვანდალური დარბევა და ხელყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის თქმით, ისინი მეშახტეებს კანონის ფარგლებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

“ჯი-აი-ჯი ჯგუფი მიმართვას ყველა კანონიერ ზომას, რათა დაცული იქნას წესრიგი, კერძო საკუთრების უფლებები და დაისაჯონ დამნაშავეები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

​ტყიბულში გაფიცული მეშახტეებმა ადმინისტრაციის შენობაში გუშინ ღამით დაიკავეს. მათ მხარს ადგილობრივი მოსახლეობა და სტუდენტები უჭერდნენ. სიტუაციის დაძაბვის გამო საქნახშირის წარმომადგენლებმა სამართალდამცავები გამოიძახეს. მათი ჩარევის შემდეგ მაღაროელებმა ადმინისტრაციის შენობა მალევე დატოვეს.

​ტყიბულში მაღაროელები რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან და ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, ამ მოთხოვნით ისინი აქციებს განაახლებენ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s