ტყიბულელი მაღაროელების მხარდასაჭერად დღეს, 26 თებერვალს, თბილისში აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები 18:00 საათზე დელისის მეტროსთან შეიკრიბებიან და “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ცენტრალური ოფისის მიმართულებით მსვლელობას დაიწყებენ.

“ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურ ჩარევას და შრომის ინსპექციის სასწრაფოდ შემოღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება მუშათა მობილიზება არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადების მიზნით და საგაფიცვო მოძრაობის გაფართოება“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის ორგანიზატორები არიან: მწვანე მუშტი, თვითორგანიზების ქსელი, ახალგაზრდა მწვანეები, თბილისის სოლიდარობის ქსელი, თეთრი ხმაურის მოძრაობა.

დღესვე, ტყიბულში გაფიცული მუშების მხარდასაჭერად თანხა შეგროვდება.

ცნობისთვის, ტყიბულელი მაღაროელები 13 თებერვლიდან გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების 40 %-ით გაზრდას. შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ზეგანაკვეთური საქმიანობის ანაზღაურებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

25 თებერვალს, ღამით, გაფიცული მაღაროელები საქნახშირის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ. სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ მეშახტეებმა შენობა დატოვეს. მაღაროელების თქმით, აქციები იმავე მოთხოვნებით კვლავ გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s