თბილისში, პუშკინის სკვერში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლებმა აქცია სახელწოდებით – “არა პანორამას” გამართეს. აქცია პუშკინის სკვერში დაიწყო და მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებს თავისუფლების მოედანზე ტრანსფარანტები და სააგიტაციო მასალა ჰქონდათ მიტანილი წარწერით – “არა პანორამას”. აქცია თეატრალიზებული იყო.

აქციის მონაწილეებმა პროექტის “პანორამა” განხორციელება გააპროტესტეს და მისი შეჩერება მოითხოვეს.

“ბრძოლა გადადის გადამწყვეტ ფაზაში. ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, პროექტის გაჩერებას და მისი განხილვის დაწყებას. ასევე, ვაფორმებთ მემორანდუმს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც წინა საარჩევნოდ დაგვიწერენ პანორამას პოზიციაზე, რომ მერე მათ არ შეიცვალონ პოზიცია. აქციები არ დასრულდება მანამ, სანამ ამ პროცესს არ მოვაქცევთ ცივილიზებულ ფორმაში. მანამ, სანამ არ მოხდება ამის სათანადოდ განხილვა და არ მოხდება მისი სათანადო შეფასება” , – ამბობს პარტიზანული მებაღეების ერთ-ერთი წევრი, ნატა ფერაძე.

აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე “პანორამას” მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პეტიციაც შეადგინეს.

აქციას ქალთა “ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” დირექტორი, ნათია გვინიაშვილი შეუერთდა და აღნიშნა, რომ პროექტი ვიწრო ბიზნეს ინტერესების გამო მიმდინარეობს.

“პანორამა არანაირად არ ითვლისწინებს ქალაქის ურბანული განვითარების საკითხებს, არავინ ზრუნავს ქალაქში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე”, – განუცხადა გვიანიშვილმა “17 მაისს”.

12767300_1567163193573570_197489682_n 12767321_1567163336906889_2135803631_n 12767699_1567163206906902_192753365_n 12781956_1567163216906901_1813087821_n 12782021_1567163243573565_756622461_n

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s