სამოქალაქო მოძრაობების და ორგანიზაციების ერთობა – “ერთად” დღეს, 27 თებერვალს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე “პანორამა თბილისის” მშენებლობას გააპროტესტებს.

სოციალურ ქსელში კითხვაზე, რატომ არ მინდა აშენდეს “პანორამა თბილისი”, 740 ადამიანი პასუხობს, რომ არსებითად შეცვლის ისტორიულ, კულტურულ ლანდშაფტს. 430 ადამიანის აზრით, “პანორამა თბილისი” ეყრდნობა მხოლოდ კერძო დამკვეთთა ინტერესებს. ასევე, არსებობს სხვა არგუმენტები მშენებლობის წინააღმდეგ: არ განხორციელებულა პროექტის ქალაქთმშენებლური კვლევა და დაგეგმვა; არ ითვალისწინებს ქალაქის საჭიროებებს; შემცირდება მწვანე საფარი და რეკრეაციული ზონები; პროექტის ძველ თბილისში განხორციელება შეცვლის ქალაქის მასშტაბს და ა.შ.

“თბილისის ჰამქრის” ხელმძღვანელი, ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ აქციაზე “პანორამა თბილისის” მშენებლობას გააპროტესტებენ და პოლიტიკურ პარტიებს თავიანთ მოსაზრებებს გააცნობენ.

“გვინდა გავაფორმოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან შეთანხმება, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და შემდგომ მოვა ხელისუფლებაში, რომ “პანორამა თბილისი” არ განხორციელდეს. ასევე, ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას”, – განაცხადა ელისაშვილმა. 

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s