ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის შეფასებით საქართველოში მხოლოდ 4 რელიგიური ორგანიზაციისთვის დაფინანსების გამოყოფა დისკრიმინაციულია – მიქელაძემ ამის შესახებ 2016 წლის 26 თებერვალს სახალხო დამცველის ინიციატივით გამართულ საჯარო დებატებზე, “სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოში” ისაუბრა.

დებატებზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი მაია კვირიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.

დებატებზე ყურადღება გამახვილდა იმ მთავარ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას სეკულარიზმის პრინციპის პრაქტიკაში სრულყოფილი სახით გატარების მიმართულებით აქვს და მათზე საპასუხოდ სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე. მომხსენებლებმა განიხილეს რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხები, რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსებისა და მათთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის პრაქტიკა, რელიგიური და საკულტო ნაგებობების გადაცემა-დაბრუნების საკითხები, გამოწვევები განათლების სფეროში. ასევე, რელიგიის სააგენტოს როლი სეკულარიზმის განმტკიცებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა გიგა ზედანიამ სეკულარიზმის გამომწვევი მიზეზები მიმოიხილა და ქვეყანაში ფუნდამენტალისტთა ჯგუფების აქტიურობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო განათლების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და რელიგიურ სფეროში რეფორმების აუცილებლობას.

დებატების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების თემას.

პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, 2014–2015 წლებში ძირითადად რელიგიური წესის აღსრულების ხელშეშლის ფაქტზე მოხდა გამოძიების დაწყება, პასუხისგებაში კი 2014 წელს – 7, ხოლო 2015 წელს – 5 პირი მიეცა. პროკურატურის წარმომადგენელმა განრიდების პრაქტიკაზეც ისაუბრა, რომელსაც სიტუაციების განმუხტვის მიზნით საგამოძიებო ორგანო ხშირად იყენებს; თუმცა მაია კვირიკაშვილის განმარტებით, განრიდება სასჯელისგან თავის არიდებას არ გულისხმობს, მათ პატიმრობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ეცვლებათ.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s