ილია მეორე: “დღევანდელ კვირას უძღები შვილის კვირიაკე ეწოდება. დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება იმის თაობაზე, რომ მამას ჰყავდა ორი შვილი. უმცროსმა შვილმა თავისი წილი მოითხოვა და უცხო ქვეყანაში წავიდა. იქ თავისუფალ ცხოვრებას მიჰყვა. მთელი ქონება გაანიავა. იმ ქვეყანაში დიდი შიმშილი იყო. ის საჭმელიც კი ენატრებოდა, რომელსაც პირუტყვს აჭმევდნენ. ამ დროს იფიქრა – წავალ და ვეტყვი მამას, რომ არ ვარ ღირსი მისი შვილი, მისი ძე მერქვას, მიმიღე მე, როგორც ერთ-ერთი მუშათაგანი, როგორც მსახური. მამა თითქოს თავის შვილს ელოდებოდა. დაინახა შორიდან, გაეგება მას და მოეხვია. ეს იგავი თითქოს თანამედროვე ადამიანებზე, თითქოს ჩვენზეა. დღეს ჩვენი ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა – განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ეს იგავი არის მაცნე სინანულისა, მაგრამ ამავე დროს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მამას განუდგნენ, ისევ დაბრუნდებიან მამასთან და მამა სიყვარულით მიიღებს მათ. უფალმა ინებოს, რომ ეს მალე მოხდეს”.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას. 28 თებერვალი. 2016

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s