“ამ ფოტოკამპანიით ჩვენ ვამბობთ, რომ მიუხედავად კონფერენციის უნივერსიტეტს გარეთ გატანისა, უნივერსიტეტი ჩვენი სივრცეა და პირიქით – ჩვენ უნივერსიტეტს ვეკუთვნით” – ასე გამოეხმაურნენ თსუ-ს გენდერის კვლევის ინსტიტუტის სტუდენტები არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” კონფერენციას, რომელიც თსუ-ში უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა.

გენდერის ინსტიტუტის სტუდენტები ფეისბუქზე მიმდინარე ფოტოკამპანიით 22 თებერვალს თსუ-ში დაგეგმილ “იდენტობას” კონფერენციის გაუქმებას აპროტესტებენ, რადგან რამდენიმე ჰომოფობმა მუქარის შემცველი შეტყობინებები და მოწოდებები გაავრცელა, რომ უნივერსიტეტში “ლგბტ პროპაგანდას” არ დაუშვებდნენ. შედეგად, გენდერის კვლევის ინსტიტუტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კონფერენცია გაეუქმებინა.

“ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, ვკითხულობთ და ვიკვლევთ გენდერს და სექსუალობას (მათ შორის, ლგბტ თემატიკასაც), ფემინისტურ თეორიებს, ქალთა ისტორიას, პოლიტიკას და სხვა საკითხებს. ჩვენ გვჯერა ყველა ადამიანის თანასწორობის განურჩევლად გენდერული იდენტობის თუ სექსუალური ორიენტაციისა და ჰომოფობიურ გამოსვლებს ასე ვეხმაურებით. გვინდა, ამ ადამიანებმა შეიტყონ, რომ მათი ერთდღიანი შტურმი და კონფერენციის ჩაშლა ვერც ჩვენ (გენდერის მკვლევარებს) და ვერც თსუ-ს ზიანს ვერ მიაყენებს. გენდერის და სექსუალობის კვლევა იყო და კვლავაც იქნება განათლების, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების განუყოფელი ნაწილი.

დარწმუნებული ვართ, რომ სხვა სტუდენტებიც და სხვა სივრცეებშიც ეცნობიან აღნიშნულ თემატიკას. ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენ ყველგან ვართ”, – ამბობენ გენდერის კვლევის ინსტიტუტის სტუდენტები და საზოგადოებას მოუწოდებენ, გადაიღონ ფოტოები წიგნებით, გააგზავნონ და შეუერთდნენ “განათლების პროპაგანდას”.

2 3 4 5 6 12742256_1151600768239936_7999904594472291388_n 12744288_1151601191573227_3838863284048078143_n

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s