საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ადიგენში, რაიონის გამგებლის, ზაქარია ენდელაძის თანმხლებმა პირებმა 3 ადგილობრივ მუსლიმს სცემეს. 2 მათგანს მსუბუქი დაზიანებები აქვს, ერთი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ინციდენტი ადგილობრივი მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს გადაცემას მოჰყვა. მისივე თქმით დღევანდელ შემთხვევას წინ 1 წლის წინ მომხდარი დაპირისპირება უძღოდა.

დღევანდელ ინციდენტს წინ უძღოდა მუსლიმი მიცვალებულის დასაფლავებისთვის ხელის შეშლა. ეს ფაქტი ერთი წლის წინ მოხდა, მაშინ მიცვალებული დასაფლავებული იქნა სხვა სოფელში მდებარე მუსლიმურ სასაფლაოზე. რომ მოხდარიყო ერთი წლის წინ მომხდარ ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება, დღეს არანაირ ინციდენტს ადგილი აღარ ექნებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისლამური სწავლებით მუსლიმი მიცვალებულის ქრისტიანულ სასაფლაოზე დასაფლავება არ შეიძლება”.

ტარიელ ნაკაიძე სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, მომხდარზე დროული რეაგირება მოახდინოს, ასევე დაკმაყოფილდეს მუსლიმი თემის სამართლებრივი მოთხოვნა. მყისიერად იქნას გამოძიებული მომხდარი ფაქტი და კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა დამნაშავე.

“ვფიქრობთ, ხელისუფლების საკითხისადმი სწორი სამართლებრივი მიდგომა ერთადერთი გამოსავალია, მოცემული მდგომარეობიდან გამოსვლისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემის განგრძობადობა”, – ამბობს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე.  

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, თამთა მიქელაძე ინციდენტის დეტალებს ყვება:

“ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი (20-30 ადამიანი) თავს დაესხა სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს,რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ. კოლექტიური თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო სამმა მუსლიმმა. მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახეზე და თავზე, მათ შორის, ერთ-ერთს გატეხილი აქვს თავი. ქრისტიანები სიძულვილის ენას იყენებდნენ მუსლიმების მიმართ და მუქარას და აგრესიას ავლენდნენ. ადგილზე პოლიცია ადგილზე ცოტა მოგვიანებით გამოცხადდა, თუმცა, სიტუაციაში ჩარევა, ასევე თავდამსხმელების იდენტიფიცირება და ნაცემი პირების გამოკითხვა არ უცდია.

არსებითია შსს-მ დროული რეაგირება მოახდინოს ინციდენტზე და მოახდინოს სიტუაციის ესკალაციის პრევენცია.

ბოლო ორ წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში უკვე სამი რელიგიური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლებაზე ამ მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ქრისტიანი სასულიერო პირების გავლენა განსაკუთრებით მაღალია. ადგილობრივი პოლიცია კი რეპრესიული და დისკრიმინაციული მუსლიმი თემის მიმართ”, – თქვა თამთა მიქელაძემ.

ადიგენის მუსლიმთა თემი უკვე რამდენიმე თვეა, მუსლიმური სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას ითხოვს. ამ მოთხოვნაზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დადებითი რეკომენდაცია აქვს გაცემული.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s