პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული ოსკარის დაჯილდოვებას ბოიკოტს უცხადებს.

მომღერალი, ანტონი ჰეგარტი ოსკარზე საუკეთესო ორიგინალი სიმღერის ნომინაციაში იყო წარდგენილი. თუმცა, მან ოსკარს ბოიკოტი გამოუცხადა მისი ორგანიზატორების ცუდი მოპყრობის გამო.

ოსკარზე ნომინანტად წარდგენის შემდეგ იგი აზიიდან ამერიკაში დაბრუნდა, რათა წარმოდგენისთვის მომზადებულიყო, რადგან მის კატეგორიაში ნომინირებულ სხვა მომღერლებს ოსკარის ცერემონიალის ორგანიზატორებმა სიმღერის შესრულება სთხოვეს. მან განაცხადა, რომ ელოდებოდა, ორგანიზატორებიდან ვინმე დაუკავშირდებოდა, თუმცა არავინ დაკავშირებია:

“დაბნეული ვარ. ვიჯექი და ველოდებოდი. თუმცა, არავინ დამკავშირებია. ნელ-ნელა გავაანალიზე, რომ არც არავინ დამიკავშირდებოდა, რადგან პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ იმ მომღერლებს ემღერათ, ვინც კომერციულად კარგად გაყიდვადია”.

გარდა ამისა, ენტონის გაღიზიანება იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ ოსკარზე გამოდიოდნენ ისეთი მომღერლებიც, რომლებიც ნომინირებულები არ იყვნენ.

“ოსკარის ორგანიზატორებმა ცეცხლს ნავთი დაასხეს, როცა ოსკარის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნეს, რომ ჩემი გენდერული იდენტობა უმნიშვნელო და წვრილმანი დეტალი იყო. წინა ღამით ვფიქრობდი, რომ საკუთარი თავისთვის ძალა დამეტანებინა და გავფრენილიყავი ლოს ანჯელესში. თუმცა, ბრაზმა და სირცხვილმა, რომელსაც ვგრძნობ, ეს ნაბიჯი გადამაფიქრებინა. ვერ შევძელი თვითმფრინავში ავსულიყავი, რადგან წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ვმჯდარიყავი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად, რომლებიც თანაგრძნობისა და მოწყენილი სახეებით შემომხედავდნენ. ამ ყველაფრის გამო აღარ გავფრინდი და სახლში დავრჩი”, – აღნიშნა ენტონიმ. 

ტრანსგენდერი ქალი, ენტონი ჰეგარტი საუკეთესო მომღერლის კატეგორიაში ოსკარის ნომინანტი იყო სიმღერისთვის  – “Manta Ray”. აღნიშნული სიმღერა ფილმის, racing extinction-ის ერთ-ერთი მთავარი სიმღერაა.

აღსანიშნავია, რომ ოსკარის დაჯილდოების ისტორიაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერი ქალი ნომინაციაში იყო წარდგენილი.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s