27 თებერვალს თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს, ნატას სცემეს და ცხვირი გაუტეხეს.

ნატა “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ ვაგზალზე ის ქალის ფეხსაცმლის საყიდლად იყო მისული. მას კაცის ტანსაცმელი ეცვა.

“დაახლოებით, სამი საათისთვის ვაგზალზე ქალის ფეხსაცმელს ვყიდულობდი ჩემთვის, როდესაც ჰომოფობმა გამყიდველმა კაცმა მითხრა, გინდა თუ არა სუნამო უნდა იყიდო “შე პიდარასტოო“. ყურადღება არ მიმიქცევია, წამოვედი. ის დამეწია და სახეში დამარტყა. საფულე დამივარდა და როდესაც ასაღებად დავიხარე, ფეხი დამარტყა. ცხვირიდან სისხლი მდიოდა”, – ამბობს ნატა. 

ტრანსგენდერი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მან სამი დღე გაატარა. ნატას დარტყმისგან ცხვირის ძვლები გაუტყდა და ოპერაცია გაუკეთეს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s