“სკოლის საქმე არის ბავშვისთვის აკადემიური განათლების მიცემა. როგორც კი სახელმწიფო მორალური დიქტატის როლს კისრულობს ბავშვებზე და საერთოდ ადამიანებზე, ის უმალვე იძენს ტოტალიტარული იდეოლოგიის მატარებელი ქვეყნის ნიშან-თვისებებს. ასე იყო კომუნიზმის დროს, ასე იყო ფაშიზმის დროს და ასე არის ლიბერალიზმის დროსაც. ეს სამივე „იზმი“ ერთი და იგივე ქვეყნებშია შექმნილი – დასავლეთში და მათი დაძალება ხდება აღმოსავლეთზე, აი, უკვე მერამდენედ. თანაც ეს დაძალება ხდება ყოველთვის წინა „იზმი“-საგან ჩვენი ვითომ გათავისუფლების ყალბი დროშით, მაგრამ არაუშავს, ჩვენმა ხალხმა დაამარცხა კომუნიზმი, დაამარცხა ფაშიზმი და დაამარცხებს ლიბერალიზმსაც, მაგრამ ეს თავისით ვერ მოხდება. ჩემი ღრმა რწმენით, ამისათვის თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა საქართველოს მომავალი თაობის წინაშე და მონახოს საკუთარ თავში ძალა და ვაჟკაცობა ჩვენი ქვეყნის მარადიული ღირებულებებისა და ჩვენი შვილების დაცვისა. ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ არათუ ეს საგანი არ უნდა დავნერგოთ ჩვენს სკოლებში, კაცო, ისტორიაში და ლიტერატურაში ვასწავლოთ ის ყველაფერი კარგი, რაზეც თქვენ საუბრობთ და კბილების გახეხვა სახლში, არამედ, კბილების ხეხვაც და შუქნიშნის ცნობაც სახლში უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. უნდა გავაუქმოთ უკვე დანერგილი სამოქალაქო საზოგადოებრივი ე.წ. ვაი – განათლების ფსევდო საგნები ჩვენს სასკოლო პროგრამაში და გამოთავისუფლებული საათები დავუთმოთ მათი ნამდვილი აკადემიური განათლების გაძლიერებას, კაცო, მათი უკეთესი, უფრო წარმატებული და უფრო კონკურენტული მომავლის უზრუნველსაყოფად”, – ეს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლის სტანდარტის განხილვისას თქვა.

ლევან ვასაძე საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლებში სწავლების საკითხის განხილვაში  აქტიურად არის ჩართული.

“მე და საზოგადოება” “სამოქალაქო განათლების” ერთგვარი შესავალია. “სამოქალაქო აღზრდის” სახელმძღვანელოებში პიროვნების არსზე, ღირებულებებზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზეა საუბარი. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გაიგონ, რას ნიშნავს ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია. ლევან ვასაძე საფრთხეს სწორედ ამაში ხედავს და მაშინ, როცა სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის და ძალადობის, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევები ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ის ამბობს, რომ ეს პანჭი-პუნჭა საგნებია, რომლებიც ბავშვებს აკადემიური განათლებისთვის არ სჭირდებათ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s