„თუ ვინმეს დარჩა კიდევ ეჭვი იმისა, რომ სტანდარტში სადმე წერია ჰომოსექსუალიზმი ან აქეთ მიდის ეს, ძალიან გთხოვთ, მითხრათ, რომელი გადამყვანი შეკითხვა ან თემა ამბობს, რომ მესამე-მეოთხეკლასელ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ჰომოსექსუალიზმი. იქნებ, კონკრეტულად გვითხრათ, სად ჩანს ასეთი ეჭვის საფუძველი. თუ შეიძლება, ვისაუბროთ სამინისტროს დოკუმენტზე”, – ეს ლია გიგაურმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლის სტანდარტის განხილვისას თქვა.

სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილეს „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურიამ მიმართა:

„ჩაწერეთ, მიზნები სადაც გიწერიათ. მიზნებში წერია ტოლერანტობა და შემწყნარებლობა. ჩახედეთ მიზნებში, რა მიზანია. იქ წერია ტოლერანტობა და შემწყნარებლობა. სხვა რა არის თქვენთვის ტოლერანტობა და შემწყნარებლობა?“.

ლია გიგაურმა მას უპასუხა, რომ „მრავალფეროვნებაში“ კულტურული მრავალფეროვნების გააზრება და დაფასება იგულისხმება.

„დოკუმენტში, სადაც მრავალფეროვნებაა, გარკვევით წერია მესამე მიმართულებაში: კულტურული მრავალფეროვნების გააზრება და დაფასება, სადაც ოჯახია, ასევე წერია განმარტება, ვინ არიან ოჯახის წევრები: დედა, მამა, და-ძმა, ბებია, ბაბუა. იყო შეკითხვა, რას ნიშნავს განსხვავებული კულტურის ეროვნების შესაძლებლობების მქონე ადამიანები. განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები განათლების სფეროში აღიქმებიან სპეციალური განათლების საჭიროების მქონე პირები, ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობები, ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასევე მენტალური თუ სხვა პრობლემების მქონე პირები, რომლებიც დღეს ინკლუზიური განათლების ფარგლებში არიან სრულად ინტეგრირებულნი სკოლებში. შესაბამისად, მათ მიმართ უნდა ჰქონდეთ თითოეულ მოსწავლე მზრუნველი და შემწყანარებლური დამოკიდებულება“, – თქვა გიგაურმა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შესახებ მსჯელობენ. კომიტეტი სხდომას სხვებთან ერთად ბიზნესმენი ლევან ვასაძე, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ასევე დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე, „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, სახალხო კრების წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელი ავთანდილ უნგიაძე ესწრებიან.

ისინი საგნის “მე და საზოგადოება” სტანდარტში გარკვეული საკითხების შეტანას ჰომოფობიური მოტივებით ეწინააღმდეგებიან.

“საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები” III-IV კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. მისი საპილოტე სწავლება სკოლებში 2016-2017 სასწავლო წელს უნდა დაიწყოს. საგნის სტანდარტი დამტკიცებული ჯერაც არ არის.

ცნობისთვის, -იზმი ბოლოსართი აღნიშნავს მიმდევრობას, ჰომოსექსუალობა კი ადამიანის სექსუალობაა და არ არის მიმდევრობა. “ჰომოსექსუალისტს” პოლიტიკური კონოტაცია აქვს და არასწორია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით, ტერმინი “ჰომოსექსუალიზმი” არაკონსტიტუციურად ცნო. ამასთან, სამინისტრომ სისხლის ბანკების, გაეროს სააგენტოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა საკონსულტაციო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მოხდა შეთანხმება “ჰომოსექსუალიზმის”, როგორც დისკრიმინაციული ტერმინის ცვლილების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s