პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა კანონით დასჯადი გახადა. აღნიშნული დანაშაულისთვის ადამიანს 120 ევროთი დაჯარიმება ან 1 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება პერუსა და ბელგიაში კანონმდებლობის გამკაცრებაა, რომელიც ქუჩაში დევნასა და შეურაცხყოფას ეხება.
პერუს კანონმდებლობაში აღნიშნულია, რომ ქუჩაში შეურაცხყოფა ხელყოფს ადამიანის ღირსეულად და თავისუფლად გადაადგილებას.
აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი პერუში 12 წლამდე პატიმრობაა. ბელგიაში კი 2014 წელს მიღებული კანონით სასჯელი 1 წლამდე პატიმრობით განისაზღვრა.
გასულ თვეს პორტუგალიის პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია ლგბტ წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლებასთან დაკავშირებით.
ახალი კანონი პორტუგალიის პარლამენტმა გასულ წელს მიიღო, რომლის მიხედვითაც ლგბტ წყვილებს შვილის აყვანის უფლებას ანიჭებს და ლესბოსელ წყვილებს ხელოვნური განაყოფიერებაში სამედიცინო დახმარებას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის მოსახლეობის 81% კათოლიკეა და კათოლიკური ეკლესია ლგბტ წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლებას ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, ქვეყანა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით მოწინავე ადგილზეა.