სერგო რატიანის თქმით, სკოლაში არა მარტო სპეციალური საგნები, არამედ თანამედროვე სამყაროს ელემენტარული საფუძვლები უნდა ისწავლებოდეს. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების სტანდარტის შესახებ სამინისტრო გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან, როგორც ჩანს, უმრავლესობა და სამინისტრო ღირებულებებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არის.

სკოლა არის არა მარტო იმისთვის, რომ ასწავლოს სპეციალური საგნები, არამედ ასწავლოს ის, თუ რა გარემოში შედის ადამიანი და რასთან უწევს ცხოვრება. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ თანამედროვე სამყაროს ელემენტარული საფუძვლები და ეს მნიშვნელოვანია. როდესაც ვლაპარაკობთ, როგორ უნდა ისწავლებოდეს სამშობლო, ან ოჯახი ან კულტურული მრავალფეროვნება, ეს უნდა ისწავლებოდეს და ისწავლება კიდეც სხვადასხვა წიგნიდან. როდესაც ბავშვს ასწავლიან, რა არის სამშობლო, ეს არის წიგნებში, ქართულ ლიტერატურაში და ამაზე რეფლექსია უნდა ისწავლოს. ეს ღირებულებები არის, რასაკვირველია, თანამედროვე სამყაროს ღირებულებები.

სასულიერო ღირებულებებზე იმიტომაც არის გამახვილებული ყურადღება, რომ 70 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ძალიან ნეგატიური პრაქტიკა იყო. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია საერო ღირებულებების მიწოდება და ამ რეფლექსიის ჩამოყალიბება ახალგაზრდისათვის. მიკვირს, საქართველოში როგორ შეიძლება იკითხო, როგორ ვასწავლოთ კულტურული მრავალფეროვნებაო – ვაჟასთან უნდა ასწავლო, ილია ჭავჭავაძესთან. როდესაც ტოლერანტობაზეა ლაპარაკი – ილია ჭავჭავაძესთან უნდა ასწავლო, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ეს ბავშვმა დაინახოს თანამედროვე სამყაროში, მის გვერდით. მარტო ვაჟა-ფშაველასთან კი არ უნდა ისწავლოს, რომ იქ არის ძმობა ჯოყოლასა და ზვიადაურს შორის, ეს პრობლემები უნდა გადაითარგმნოს თანამედროვე სამყაროშიც. ამიტომ, ეს საგანი უნდა ისწავლებოდეს.

ძალიან დიდხანს იწელება ეს პროცესი. უნდა იყოს განხილვები, მაგრამ სამინისტროს არ უნდა სჭირდებოდეს დახმარება ჩვენგან. ეს გაწელვა ხდება იმის გამო, რომ სამინისტროც და უმრავლესობაც არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა ღირებულების მატარებელია. ნახევარს რაღაცა მოსწონს, ნახევარს საერთოდ არ მოსწონს და არის კულტურების ჯახი შიგნით უმრავლესობაში. ეს გადაედება საზოგადოების ნაწილს. გადაწყვეტილებებს ვერ იღებს სამინისტრო, აგვიანებს. რაც შეეხება სასწავლო გეგმის განხილვას – მათემატიკის საგნები მოვიტანოთ ბარემ და განვიხილოთ”, – თქვა სერგო რატიანმა. 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შესახებ მსჯელობენ. კომიტეტი სხდომას სხვებთან ერთად ბიზნესმენი ლევან ვასაძე, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ასევე დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე, „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, სახალხო კრების წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელი ავთანდილ უნგიაძე ესწრებიან.

ისინი საგნის “მე და საზოგადოება” სტანდარტში გარკვეული საკითხების შეტანას ჰომოფობიური მოტივებით ეწინააღმდეგებიან.

“საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები” III-IV კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. მისი საპილოტე სწავლება სკოლებში 2016-2017 სასწავლო წელს უნდა დაიწყოს. საგნის სტანდარტი დამტკიცებული ჯერაც არ არის.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s