“რაც შეეხება იმას, ეს საგანი [საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები] უნდა ისწავლებოდეს თუ არა, 1976 წლიდან ვარ ლექტორი, ასეთი დაბალი დონე, ბევრი თვალსაზრისით, იშვიათად ყოფილა ამ წლების განმავლობაში. გამოკვლევები არსებობს, რომლებიც აჩვენებს, რომ ჩვენთან დაბალი დონეა, მრავალ სხვა საგანში. ერთ-ერთი, რაშიც დაბალი დონეა, ბავშვებმა არ იციან, სად ცხოვრობენ. ან არ იციან, ან თუ იციან, ძალიან ნაკლებად აღელვებთ, სად ცხოვრობენ. შემთხვევითი არ არის მიგრაციის ის ტალღა, რაც ახალგაზრდებშია, მოუვლის ეს საგანი ამ პრობლემას თუ ვერა, სხვა საკითხია, მაგრამ მხოლოდ მშობლების იმედზე დატოვება დაგვიტოვებს მდგომარეობას, რაც იყო. აქ მხოლოდ კბილების გამოხეხვაზე არ არის ლაპარაკი. 

რაც შეეხება დაკვეთას, მე შემიძლია გაცილებით მეტი არგუმენტი მოგაწოდოთ, რატომ არის მიუღებელი ბისექსუალიზმის თემის ასე წამოწევა საზოგადოებაში, არა მარტო ბავშვებში, ზოგადად. იმიტომ რომ ეს ფსიქოგენური ანომალიაცაა რაც უფრო მეტი ლაპარაკი იქნება ამის გარშემო, უფრო მეტი შანსია, რომ ვუბიძგოთ ამ ანომალიისკენ ახალგაზრდობას. 

სამუშაო რეჟიმში კი ბატონო, მაგრამ დასავლეთს სწორედ ეს ეშლება და მას ბევრი რამე ეშლება, ამას ადასტურებს მიგრაციული ნაკადი, რის გამოც მიგრაციის პოლიტიკას გადახედავენ. მოვა დრო და იმ ჰომოფობიური პოზიციის კრიტიკას გადახედავენ, რომელიც ჰქონდათ. დასავლეთზე გაყოლა ამიტომ სახიფათოა ყველა ქვეყნისთვის, თუ ქვეყანამ თავისი თავისთვის არ შეიმუშავა, რა პრინციპებზე დგას ის და რა პრინციპებით გააგრძელებს. თუ ამაში გვეპარება ეჭვი, რომ პრინციპებს ვღალატობთ, ეჭვი ყველაფერში შეიძლება შეგეპაროს, დავუცადოთ მაშინ სახელმძღვანელოს და იქიდან ვილაპარაკოთ, განზრახულობათა დონეზე ვერც დამცველი დაიცავს და ვერც კრიტიკოსი იქნება დამაჯერებელი”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი, რამაზ საყვარელიძე პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესავლის სტანდარტის განხილვისას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s