პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შესახებ მსჯელობენ. კომიტეტი სხდომას სხვებთან ერთად ბიზნესმენი ლევან ვასაძე, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ასევე დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე, „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, სახალხო კრების წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელი ავთანდილ უნგიაძე ესწრებიან.

ისინი საგნის “მე და საზოგადოება” სტანდარტში გარკვეული საკითხების შეტანას ჰომოფობიური მოტივებით ეწინააღმდეგებიან.

მაგალითად გურამ ფალავანდიშვილმა თქვა, რომ საგნის სტანდარტში არის ისეთი სიტყვები, როგორიც არის მრავალფეროვნება, სხვათა მიმღებლობა, თემი და რომ ამ სიტყვებს ჰომოსექსუალური ქვეტექსტი აქვს.

“საქმე ის არის, რომ ამ სტანდარტშიც მრავლად ეწერა სიტყვა გენდერი, სტროფებს შორის მრავლად იკითხება საშიშროება ჰომოსექსუალური თემატიკის შემოტანისა, რომელიც, ამას განსაკუთრებული ახსნა უნდა, ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტში გაიმართა ელგებეტე კონფერენცია, ვერ გაიმართა, კიდევ კარგი, კიდევ კაი, ხალხი შეეწინააღმდეგა, ეს ჰომოსექსუალური მოძრაობა დაწყებულია. თუნდაც, ვთქვათ წერია სტანდარტში სიტყვა მრავალფეროვნება, სხვათა მიმღებლობა, თემი. იმის გარანტია, რომ ამ ტერმინების ქვეშ ჰომოსექსუალური ახსნა არ იქნება, არ გვაქვს. თუნდაც ამ ტერმინების დამატება, გენდერი, რომელიც არის მესამე კლასის წიგნში.

აი “კომპასი და კომპასიტოებში” რომ არის ეს ტერმინები, მაგალითად, სადაც წერია, მაგალითად “რა ხდება, როცა ცნობილი ზღაპრის პერსონაჟს სექსს შეუცვლი, თემები: დემოკრატია, დისკრიმინაცია”, ისინი ჰომოსექსუალური თემის შეტანას სკოლებში, რომელსაც ევროპის ქარტია ითხოვს, ეწინააღმდეგებიან თუ არა. ეს მათთვის მიუღებელია თუ არა”.

კომიტეტის სხდომაზე განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებიან, მათ შორის მინისტრის მოადგილე ლია გიგაურიც.

“საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები” III-IV კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. მისი საპილოტე სწავლება სკოლებში 2016-2017 სასწავლო წელს უნდა დაიწყოს. საგნის სტანდარტი დამტკიცებული ჯერაც არ არის.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s