კონსერვატიულ ქრისტიანულ ეკლესიაში გაზრდილს, მასწავლეს: სახარება სრულყოფილი, დაურღვეველი ერთობაა, განსაკუთრებით, თუ საქმე ადამიანის სექსუალობას ეხებაო. თუმცა, არც ასე მარტივადაა საქმე.  

ზოგიერთი ეკლესიაში დღემდე ასწავლიან, რომ დედამიწას, დაახლოებით 2 000 წლის წინ სრულად ჩამოყალიბებული, წინასწარ დაწერილი ქრისტიანული სექსუალური ეთიკა პირდაპირ ზეციდან მოევლინა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქრისტიანებისთვის სექსუალობის გამოხატვის ერთადერთი გზა არსებობდა – საწინააღმდეგო სქესის ადამიანთან ქორწინებამდე მათთან სექსისგან თავშეკავება. დაქორწინების შემდეგ კი, შეგეძლოთ ყირაზეც გადასულიყავით.

თუმცა საკვირაო სკოლაში გამორჩათ ესწავლებინათ, რომ სექსის შესახებ ბიბლიურმა  სწავლებამ მრავალჯერადი ინტერპრეტაცია განიცადა. მაგალითად, არ ვიცოდი, რომ ადრეულ ქრისტიანებში დაუქორწინებლობის ტრადიციამ სათავე იმ ცრურწმენიდან აიღო, რომლის თანახმად, სამყაროს დასასრული ახლოვდებოდა. ჩემთვის  ისიც არავის უთქვამს, რომ ეკლესია ქორწინების საკითხებში ყოველთვის  სულაც არ ერეოდა და არც აკონტროლებდა. და უკვე დაქორწინებულ ქრისტიანებსაც, სულაც არ ასწავლიდნენ, რომ  ცოლ-ქმარს შეუძლია სექსით  დატკბეს და მისგან სიამოვნება მიიღოს.

საქმე შემდეგშია: დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა სტანდარტი, რომელიც აწესებს თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი, რომელსაც აქვს სექსუალობა და როგორ უთავსდება ეს ქრისტიანულ ცხოვრებას. მაშ ასე. წარმოგიდგენთ ექვს ფაქტს, რომელიც ამას ამტკიცებს.

Woman Condemned to Wear a Chastity Belt. Miniature from Gratian's Decretum (Decretum Gratiani or Concordia Discordantium Canonum), 12th century. Bibliotheque Municipale, Laon, France

  1. იესოს სექსზე თითქმის არაფერი აქვს ნათქვამი.

ავხორცობისა და განქორწინებისგან თავის შეკავების გარდა იესო სექსუალობის საკითხებს ნაკლებად ეხებოდა. (ეჭვი მაქვს, ამეების სალაპარაკოდ იმიტომ არ ეცალა, რომ ღარიბების მიხედვა და ავადმყოფების მოვლა და მათთან დროის გატარება ყველაფერს ერჩივნა). ჰომოსექსუალობაზე ხომ საერთოდ არაფერი აქვს ნათქვამი და არც ჩვენი დღევანდელი გაგებით, სექსუალურ იდენტობაზე.

სექსის შესახებ ინსტრუქციების უმეტესი ნაწილი იმ ლიდერების ნააზრევია, რომლებმაც იესოს გარდაცვალების შემდეგ ამ რელიგიის გავრცელება დაიწყეს.

  1. ეკლესიის დაარსების პირველ ხანებში, ჭეშმარიტად თავდადებული ქრისტიანი მორწმუნე ის იყო, ვინც ყველანაირ სექსუალურ ცხოვრებაზე ამბობდა უარს.

პირველ ქრისტიანებში, უდიდესი იყო ქრისტეს მეორედ ძალიან მალე მოსვლის რწმენა.  ამან შექმნა გარემო, სადაც ქორწინებაზე უარის თქმა ოჯახის შექმნაზე მაღლა დადგა. ეს ებრაული სწავლებისგან რადიკალური გადახვევა იყო. თუმცა ამას გონივრული ახსნაც აქვს: აბა რა აზრი აქვს მიწიერი პასუხისმგებლობებით შებოჭვას, მაგალითად მეუღლეზე, შვილებსა და სახლ-კარზე ზრუნვას მაშინ, როცა სამყაროს დასასრული ძალიან ახლოსაა? ასე დაიბადა ცელიბატი.

პავლე მოციქული, ცელიბატი ქრისტიანი მოაზროვნეა, რომელმაც ახალი აღთქმის უდიდესი ნაწილი  დაწერა. მისი აზრით, დაუქორწინებლობის პრაქტიკა ღმერთის გზაზე დადგომის უმაღლესი გამოხატულება იყო. სექსზე უარის თქმით, ადამიანებს მთლიანად შეუძლიათ სულიერებაზე გადაერთონ.

მეორედ მოსვლა არ მომხდარა, მაგრამ ცელიბატის პრაქტიკა კი ტრადიციად შემოგვრჩა. მაგალითად, მეორე საუკუნეში, რამდენიმე შვილის გაჩენის შემდეგ წყვილს შორის სექსი უკვე არაეთიკურად ითვლებოდა.

  1. ქრისტიანობის ისტორიის პირველი 1000 წლის განმავლობაში (ეს კი ქრისტიანობის არსებობის თითქმის ნახევარია) ბევრი ქრისტიანი ეკლესიაში საერთოდ არ ქორწინდებოდა.

დასავლურ ცივილიზაციაში, ქორწინება ორ ოჯახს შორის ეკონომიკური კავშირის შეკვრის ხერხი იყო. სახელმწიფო და ეკლესია ამ საქმეში არ ერეოდა. ქორწინებები მღვდლის თანდასწრებას საერთოდ არ მოითხოვდა.

ქორწინების რეგულირებაში ეკლესია მხოლოდ მოგვიანებით ჩაერია, მას შემდეგ რაც დასავლეთ ევროპაში გავლენის მისი გავლენა გაიზარდა. ქორწინების დარეგულირებაზე ოფიციალური პრეტენზია ეკლესიამ 1215 წელს გამოთქვა და წესებიც გამოსცა, რომლის დაცვის გარეშე გაჩენილი შვილი უკანონოდ ითვლებოდა.

  1. ეკლესიის თითქმის სრული ისტორიის მანძილზე,  ქორწინებაში მყოფ ადამიანებს შორის სექსი მხოლოდ იმიტომ იყო შეწყნრებული, რომ ის გამრავლების საშუალება იყო.

ქრისტიანი ლიდერები არა მხოლოდ ქორწინებამდე სექსს კრძალავდნენ. ისინი,  ზოგადად ადამიანში სექსის მოთხოვნილებას ებრძოდნენ.

პავლე მოციქულის შემდეგ, ადრეულ ქრისტიანობაზე ყველაზე დიდი გავლენა ნეტარმა ავგუსტინემ იქონია. პლატონის ფილოსოფიის გავლენის ქვეშ მყოფს, მოუთვინიერებელი სექსუალური ლტოლვა ღმერთის წინააღმდეგ ამბოხად მიაჩნდა.  სხვა ქრისტიანი მოაზროვნეები ამტკიცებდნენ, რომ თუ ადამიანს შეყვარებული ძლიერ უყვარდა ან პარტნიორთან სექსი სიამოვნებისთვის ჰქონდა, ესეც ცოდვა იყო.  ამ შეხედულებას მომძლავრებისთვის რამდენიმე საუკუნე დასჭირდა. შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა.  

  1. ეკლესიამ სექსის შესახებ ისეთი წესები შეიმუშავა, რომლებიც დღევანდელობის ყველაზე კონსერვატორ ქრისტიანსაც კი, თმებს ყალყზე დაუყენებს.

შუა საუკუნეებში ეკლესია ღრმად ჩაება ადამიანების სექსუალური ცხოვრების კონტროლის საქმეში. ქალიშვილობა და მონოგამია კვლავ სანაქებო იყო მაშინ, როდესაც ჰომოსექსუალური ქცევისთვის შეიძლებოდა სიკვდილითაც დაესაჯეთ. ეკლესიას გაუჩნდა კონკრეტული მოთხოვნები დაქორწინებული ადამიანებისთვისაც – ის აწესებდა კონკრეტულად როგორი სექსის უფლება ჰქონდა ცოლ-ქმარს. სექსის ნებისმიერი ტიპი მხოლოდ გამრავლების ფუნქციასთან ასოცირდებოდა, ამიტომ სექსის ზოგიერთი პოზა საერთოდ აკრძალული იყო. მაგალითად, დაუშვებელი იყო ფეხზე მდგომი სექსი, ქალი არ უნდა ყოფილიყო ზემოდან, აკრძალული იყო ე.წ. ძაღლური პოზა, ორალური და ანალური სექსი, მასტურბაცია. ამას მოჰყვა აკრძალვები კონკრეტულ დღეებზეც. დაქორწინებულ წყვილს სექსის უფლება წაართვეს მარხვის დროს, წმინდანების ხსენების დღეებში და კვირაობით.

წყვილს სექსისგან თავი უნდა შეეკავებინა ასევე ქალის მენსტრუაციის, ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. ეს კი იმით იყო ახსნილი,  რომ ძუძუთი კვების პერიოდში, სექსის შემდეგ ქალი ვერ დაორსულდებოდა. და რადგან სექსი მხოლოდ შვილის გაჩენის მიზნით იყო ნებადართული, მეძუძურ ქალსა და მის ქმარს სექსი აუკრძალეს.

ამ აკრძალვების გამო, წყვილს შეეძლო კანონიერი სექსი მაქსიმუმ კვირაში ერთხელ ჰქონოდა.

Medieval Stained Glass Window Panel Couple Sleeping

  1. სექსის, სიყვარულისა და ქორწინების განსხვავებული სტანდარტების მიუხედავად, ქრისტიანები შეზღუდვებს დიდად არ დაგიდევდნენ და მაინც თავის ჭკუაზე დადიოდნენ.

შუა საუკუნეებში და ახლაც, ბევრი ქრისტიანი მხარს უჭერდა და მიილტვოდა ამ სტანდარტების შესრულებისკენ, თუმცა ცხოვრება სულ სხვა რამეს კარნახობდა. მაგალითად, ეკლესიას საუკუნეები დასჭირდა იმისთვის, რომ მღვდლებისთვის ქორწინება ეფექტურად აეკრძალა. შუა საუკუნეები ასევე “ოქროს ხანა” იყო გეი პოეზიისთვის. კაცებს შორის სასიყვარულო პოეზიით განსაკუთრებით მდიდარი მემკვიდრეობა კი სწორედ სასულეირო პირებმა შექმნეს და ისტორიას შემოუნახეს.

თანამედროვე ეპოქაში, თითქმის ყველა ამერიკელს აქვს სექსი ქორწინებამდე. არასწორია ის აზრიც, რომ 1960-იანი წლების სექსუალურ რევოლუციამდეც, ადამიანები სექსუალურად უბიწოები და უმანკოები იყვნენ.

მორწმუნე ქრისტიანებს (მათ შორის ღრმად მორწმუნე, ფუნდამენტალისტ  და კონსრევატორ ქრისტიანებს) არა მხოლოდ ქორწინებამდე აქვთ სექსი, არამედ ეშმაკობაც ისწავლეს:  მაგალითად, საჯარო რელიგიის კვლევის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ამერიკელი მორწმუნე თინეიჯერები თვლიან, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება მორალურად მისაღებია. ისინი არ  თვლიან, რომ ეს სექსისგან თავის შეკავების სწავლება ეფექტურია. ყველაზე მნიშვნელოვნად, მორწმუნე ახალგაზრდების მხოლოდ 11% ენდობა სექსის შესახებ რელიგიური ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

გავუსწოროთ რეალობას თვალი: ტრადიციული ქრისტიანული სექსუალობის ეთიკა ბუნებაში არ არსებობს.

ნეტავ ეს ადრევე მცოდნოდა. ბავშვებისთვის ბიბლიის უცდომელობის და იმის სწავლება, რომ ქრისტიანულ სწავლებას ცვლილება არ განუცდია იმიტომაა პრობლემური, რომ როგორც კი ისტორიის სახელმძღვანელოს გადაშლიან ან უკვე წამოზრდილებს, სექსი ექნებათ, ან საკუთარი სქესის ადამიანი შეუყვარდებათ, მშობლებისგან დიდი რუდუნებით მიღებული ქრისტიანული რწმენა თავზე ხუხულასავით ჩამოექცევათ. აი, როდის ჩნდება ეჭვი, რომელიც ყველაფერს დაანგრევს.

მაგრამ, ეს კარგიცაა. და მგონი ეს ისაა, რისი აღნიშვნაც დღეს ზოგ ქრისტიანს სექსზე საუბრისას გამორჩება ხოლმე. თუ რწმენა ქორწინებამდე სექსისგან თავის შეკავებისკენ მოგიწოდებს, ეს მისაღები და კარგია. მაგრამ ცუდია, როდესაც ადამიანი იწყებს ქადაგებას, რომ რწმენის პირადად მათი გაგება არის აზროვნების და ქცევის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა. ამ ქადაგების ნაყოფი კი, რასაც მე დავაკვირდი, დანაშაულის, ბრაზის და ტკივილის შეგრძნებაა.

მეორე მხრივ, ქრისტიანობის სირთულის აღიარებამ შეიძლება ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალოს. ამ სირთულის, მრავალმხრივობის მიღებამ შეიძლება თქვენი დომინოსავით ფინთად აწყობილი რწმენა შემოაბრუნოს და მყარ ბალავარსა და ძლიერ კოლონებზე აგებულ სახლს დაამგვანოს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

ავტორი: ქეროლ კურუვილა

წყარო: huffingtonpost.com

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s