ამ წუთებში ადიგენში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ასევე შეკრებილნი არიან ქრისტიანული თემის წარმომადგენლები, რომლებიც სოფლიდან პოლიციის წასვლას ითხოვენ. ამის შესახებ “17 მაისს” ორგანიზაცია TDI-ის იურისტმა, გვანცა ლომაიამ უთხრა.

“ადიგენში ვართ მე და ჩემი თანამშრომელი, ასევე იურისტი. ვართ ერთ-ერთი დაზარალებულის სახლში, ვიღებდით ინფორმაციას ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც სახლში შემოვიდა ქრისტიანული თემის 3 წარმომადგენელი, მოითხოვეს ჩვენი წასვლა სოფლიდან. ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ საკითხსო. საკმაოდ აგრესიული ტონი ჰქონდათ, პოლიციისთვის რომ არ დაერეკათ, შეიძლება სიტუაცია ძალიან გამწვავებულიყო.

როგორც გითხარით, ახლა ერთ-ერთი დაზარალებულის სახლში ვართ. სახლის წინ პოლიციაა მობილიზებული. ქრისტიანული თემის წარმომადგენლებიც არიან შეკრებილები. ისინი ითხოვენ, სამართალდამცველები სოფლის საქმეში არ ჩაერიონ და სოფელმა საკითხი თვითონ გადაწყვიტოს”, – ამბობს ლომაია.

29 თებერვალს, საღამოს დაბა ადიგენში ქრისტიანი ადამიანების ჯგუფი 3 ადგილობრივ მუსლიმს თავს დაესხა. ინციდენტი ადგილობრივი მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს გადაცემას მოჰყვა.

ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე, დევნის მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ადამიანის დევნას გულისხმობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მუსლიმ თემს სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის მოთხოვნა 2016 წლის 25 თებერვალს გამართულ სხდომაზე დაუკმაყოფილა და შესაბამისი რეკომენდაცია ადიგენის მუნიციპალიტეტსაც გადაუგზავნა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s