საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ადიგენში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოძიება, არამედ ძალადობის ესკალაციის პრევენცია.

“ვფიქრობ, რომ სამართალდამცავი ორგანოების დროული რეაგირება მნიშვნელოვანია. გამოძიება უნდა დასრულდეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში. ასევე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოძიება, არამედ ძალადობის ესკალაციის პრევენცია. ადიგენის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მსგავსი ინციდენტი წარსულში უკვე მოხდა. ხელისუფლებისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს, თუ რატომ ხდება ეს. ადიგენში მომხდარ ფაქტს ჩვენ ვსწავლობთ და სპეციალური განცხადებით ხელისუფლებას მოგვიანებით მივმართავთ. 

ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან. ასეთ ფაქტებს რეაგირება უნდა მოჰყვეს ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა ომბუდსმენმა. 

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს დაბა ადიგენში ქრისტიანი ადამიანების ჯგუფი 3 ადგილობრივ მუსლიმს თავს დაესხა. ინციდენტი ადგილობრივი მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს გადაცემას მოჰყვა.

ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე, დევნის მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s