ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მონიტორინგის მეხუთე ციკლის ფარგლებში მოხსენება გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა, ასევე ლგბტ პირების წინააღმდეგ სიძულვილის ენა საქართველოში კვლავ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა.

“მუსლიმთა და იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლება არაერთხელ შეიბღალა ადგილობრივთა ძალადობრივი პროტესტით. ასევე ქართულ საზოგადოებაში არის ზოგადად ჰომო და ტრანსფობიური კლიმატი, ლგბტ ჯგუფებს ხშირად დასხმიან თავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს გამართული საჯარო ღონისძიება”, – აღნიშნულია მოხსენებაში.

ECRI ხელისუფლებას ამ ინციდენტებზე არაადეკვატური რეაგირების გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ სიძულვილით ჩადენილი დანაშაული სამართლებრივად საკმარისად არ იდევნება.

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებათა შესახებ ძალიან იშვიათად გამოიყენება და ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ იგი გამოეყენებინათ სექსუალურ ორიენტაციასა ან გენდერულ იდენტობასთან მიმართებით,” – ნათქვამია ანგარიშში.

ECRI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაატაროს კონკრეტული ზომები, კერძოდ კი ხელისუფლება გულდასმით უნდა დააკვირდეს, იძიებს თუ არა პოლიცია პოტენციურ რასისტულ და ჰომო/ტრანსფობიურ მოტივებს.

“საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა პოლიციაში უნდა შექმნან სპეციალური განყოფილება, რომელიც კონკრეტულად რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე იმუშავებს. ამგვარი განყოფილების შექმნისას ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ ექსპერტთა რეკომენდაციები 11 სახალხო დამცველის ოფისიდან, შესაბამისი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან,” – ნათქვამია ანგარიშში.

ECRI არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ევროპის საბჭომ დააარსა. ის ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმისა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s