ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მონიტორინგის მეხუთე ციკლის ფარგლებში მოხსენება გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სალოცავი დაწესებულებების მშენებლობაზე უარის გაცემა აკვიატებული რელიგიური აზრების ან ადგილობრივი პროტესტის გამო დაუშვებელია.

“ECRI იძლევა რეკომენდაციას, დარჩენილი დავები რელიგიური საკუთრების შესახებ სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი გზით მოგვარდეს; ასევე, სალოცავ დაწესებულებათა მშენებლობაზე უარი არ გაიცეს აკვიატებული რელიგიური აზრების ან ადგილობრივი პროტესტის გამო, მაგრამ განცხადებები დამუშავდეს სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად”, – ნათქვამია ანგარიშში.

ECRI არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ევროპის საბჭომ დააარსა. ის ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმისა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s