ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მონიტორინგის მეხუთე ციკლის ფარგლებში მოხსენება გამოაქვეყნა.

ანგარიშში ლგბტ ადამიანების უფლებებზეც გამახვილდა ყურადღება და რეკომენდაციის სახით აღინიშნა, რომ სახელმწიფომ ლგბტ ადამიანების უფლებებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების და დისკრიმინაციის აღკვეთის მიზნით, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

ECRI მოუწოდებს სახელმწიფოს, სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნას ლგბტ ადამიანების საკითხებზე ორიენტირებული დეპარტამენტი.

“ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას ლგბტ თემსა და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით, რომელმაც უნდა მიიღოს სათანადო დახმარება ლგბტ ადამიანების საკითხებზე ორიენტირებული დეპარტამენტის შექმნაში”.

გარდა ამისა, ანგარიშში ნახსენებია სკოლებში სექსუალური განათლების საჭიროებაც და ამ მხრივ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.

ცნობისთვის, ECRI არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ევროპის საბჭომ დააარსა. ის ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმისა დაშეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s