ECRI გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფი შექმნას, რომელიც საგანგებოდ იმუშავებს რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულებზე. ამ დანაყოფის შექმნისას ხელისუფლებამ კომპეტენტური რჩევისთვის უნდა მიმართოს სახალხო დამცველს, ასევე, შესაბამის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ECRI ასევე იძლევა რეკომენდაციას, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია სისხლის სამართლის იმ დებულებებზე, რომლებიც სიძულვილით მოტივირებული, რასისტული, რელიგიური შეუწყნარებლობის ან ჰომო/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილ ქმედებათა დასჯის საშუალებას იძლევა.

ასევე, კომისიის რეკომენდაციით, ხელი უნდა შეეწყოთ მსხვერპლებს, რათა მათ მიმართ ჩადენილი ამგვარი ქმედებები გაასაჩივრონ. ECRI-ის დამატებითი რეკომენდაციით, უნდა დაიწყოს ცნობიერების ამაღლების პროგრამები სკოლებსა და უნივერსიტეტებში რასისტულ და ჰომო/ტრანსფობიურ სიძულვილთან საბრძოლველად.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მონიტორინგის მეხუთე ციკლის ფარგლებში მოხსენება დღეს გამოაქვეყნა.

ECRI დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ევროპის საბჭომ დააარსა. ის ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმისა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s