ჰერეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების შევიწროებისა და დევნის ფაქტების შესახებ კახის რაიონში მცხოვრებმა, სლავა ალაყულაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ეთნიკურად ქართველები აზერბაიჯანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე ჩაგვრას განიცდიან. როგორც ალაყულაშვილი აღნიშნავს, მათ მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების წართმევით ემუქრებიან.

“აზერბაიჯანში უკვე წლებია ვიბრძვით სამართლიანობისათვის. სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებთ. აქამდე მიწებს გვართმევდნენ. თუმცა, ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ახლა დაიწყეს სახლების წართმევა უკანონოდ. გვეუბნებიან, 5 ათას ამერიკულ დოლარს თუ არ გადაიხდით, მაშინ სახლიდან გამოგაგდებთო. ყველა გვეუბნება, აქ რა გინდათო, ქართველები ხართ და წადით ალაზნის იქით და იქ იცხოვრეთო”, – აღნიშნავს სლავა ალაყულაშვილი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ფაქტების შესახებ იცის როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მთავრობამაც, თუმცა რეაგირება არცერთ მხარეს არ მოუხდენია.

სლავა ჰერეთში მცხოვრები ქართველების სახელით ორივე ქვეყნის ხელისუფლებისგან აღნიშნული საკითხის გამოძიებას ითხოვს.

“ჩვენ მივმართეთ მთავრობებს, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს აზერბაიჯანის მთავრობას. შექმნან კომისია და გამოიკვლიონ, რატომ ხდება ასე”, – აღნიშნავს სლავა ალაყულაშვილი.

გარდა საკუთრების ხელყოფისა, ალაყულაშვილი ეთნიკურად ქართველების რელიგიურ ნიადაგზე დევნაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკვე ორი წელია ეკლესიაში მღვდელი არ ჰყავთ და შესაბამისად, რელიგიური რიტუალების ჩატარებას ვერ ახერხებენ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s