EMC-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ბოლო ორ წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში უკვე სამი რელიგიური დაპირისპირება მოხდა. მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებაზე ამ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ქრისტიანი სასულიერო პირების გავლენა განსაკუთრებით მაღალია. ადგილობრივი პოლიცია კი რეპრესიული და დისკრიმინაციული მუსლიმი თემის მიმართ.

დაბა ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) წარმომადგენლები და იურისტები შეისწავლიან.

მათი ინფორმაციით ბოლო ორი წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში უკვე სამი რელიგიური დაპირისპირება მოხდა.

“ადგილობრივი მუსლიმი თემის განმარტებით, ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი (20-30-მდე ადამიანი) სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ, თავს დაესხნენ. კოლექტიური თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახეზე და თავზე, მათ შორის, ერთ-ერთს გატეხილი აქვს თავი. ქრისტიანები სიძულვილის ენას იყენებდნენ მუსლიმების მიმართ და მუქარას და აგრესიას ავლენდნენ. პოლიცია ადგილზე ცოტა მოგვიანებით გამოცხადდა, თუმცა, სიტუაციაში ჩარევა, ასევე თავდამსხმელების იდენტიფიცირება და ნაცემი პირების გამოკითხვა არ უცდია”, – ამბობს EMC-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” შსს-ს მომხდარზე დროული რეაგირებისა და სიტუაციის ესკალაციის პრევენციისკენ მოუწოდებს.

“რამდენიმე თვეა დაბა ადიგენის მუსლიმი თემი სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის ნაკვეთის გამოთხოვას ითხოვს, რადგან მათ საკუთარი მიცვალებულის დაკრძალვა 3 კმ. მდებარე სოფელ ზანავში უწევთ. ქრისტიანულ სასაფლაოზე მუსლიმის დაკრძალვა კი რელიგიური წესების დარღვევაა. ამ მოთხოვნაზე პოზიტიური რეკომენდაცია გასცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ. სიტუაციის ესკალაცია ამ ფაქტის გასაჯაროებას მოჰყვა”, – ამბობს მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ადიგენში, რაიონის გამგებლის, ზაქარია ენდელაძის თანმხლებმა პირებმა 3 ადგილობრივ მუსლიმს სცემეს. 2 მათგანს მსუბუქი დაზიანებები აქვს, ერთი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ინციდენტი ადგილობრივი მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს გადაცემას მოჰყვა. მისივე თქმით დღევანდელ შემთხვევას წინ 1 წლის წინ მომხდარი დაპირისპირება უძღოდა

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s