გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 1 მარტს ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს ღირსეულად მიუხედავად თავისი ასაკის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, კანის ფერის, სიმაღლის, წონის, პროფესიის, განათლებისა და რწმენისა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების ნაწილში დისკრიმინაცია კანონმდებლობით არის აკრძალული, საზოგადოებებისთვის დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიადაგზე კვლავ პრობლემას წარმოადგენს.

ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღის სიმბოლო პეპელაა. ამ დღეს ხალხი თავის ისტორიებსა და ფოტოებს აზიარებს, რათა შეწყდეს დისკრიმინაცია და არსებული მძიმე მდგომარეობა პოზიტიურობისკენ შეიცვალოს.

ნულოვანი დისკრიმინაციის დღეს ხაზი ესმება დისკრიმინაციის უარყოფით შედეგებს. ამ დღის მიზანია, რომ აღმოიფხვრას ჩაგვრა და ხელი შეუწყოს ტოლერანტული და მშვიდობიანი საზოგადოებების ჩამოყალიბებას.

გაერომ ნულოვანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღე პირველად 2014 წლის 1 მარტს აღნიშნა.

giphy

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s