პანსექსუალი სუპერგმირი, დედპული დიდი პოპულარობით სარგებლობს. განვიხილოთ კომიქსების 10 სუპერგმირი, რომელთა ნახვაც დიდ ეკრანზე საინტერესო იქნებოდა.

 ჩრდილოეთის ვარსკვლავი

1

პირველი სუპერგმირი, რომელმაც 20 წლის წინ კომიქსებში ქამინგ აუთი გააკეთა და თავის პარტნიორზე, კაილზე დაქორწინდა. ეს იყო პირველი ლგბტ ქორწინება მარველის სამყაროში.

 მიდნაითერი

2

პირველი გეი სუპერგმირი კომიქსების ბაზარზე. მას აქვს უნარი, ბრძოლის დაწყების წინ წინასწარ გააანალიზოს ყველა შესაძლებლობა და სცენარი.

 აპოლო

3

აპოლო ენერგიას მზისგან იღებს. მისი ისტორიის განმავლობაში, იგი მიდნაითერთან რომანტიკული გრძნობებითაა დაკავშირებული.

 ყინულის კაცი

4

ახალგაზრდა ბობი დრეიკი, რომელმაც დროში იმოგზაურა და წარსულიდან აწმყო დროში გადმოვიდა, კრიმინალს ებრძვის. თუმცა, კომიქსში მისმა პარტნიორმა ბობის სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაიგო და სწორედ ამიტომ დაუპირისპირდა მას.

 ბეტვუმენი

5

პირველად 1956 წელს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ბეტმენი და რობინი გეი წყვილი იყვნენ. 2006 წელს კი ქეით კეინი გახდა კომიქსის ლესბოსელი გმირი, რომელიც ქალაქში დანაშაულების წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე საშიში გმირია.

 ლორდ ფანი

6

ლორდ ფანი არის ძლიერი ტრანსგენდერი ჯადოქარი, რომელიც “უხილავების” წევრია.

 დეიკენი

7

ვოლვერინის ვაჟი, რომელსაც არა მხოლოდ მამამისის მსგავსი ძალა და შესაძლებლობები აქვს, არამედ მუტაციის უნარიც გააჩნია, რომლის დროსაც ფერომონებს გამოყოფს. ამის გამო, სექსუალურ მიზიდულობას გრძნობს როგორც ქალების, ისე კაცების მიმართ.

 დესთინი

8

ერთ დროს მუტანტების საძმოს წევრი, ირენე ადლერი მუტაციის უნარით არის დაჯილდოებული. მას წლების განმავლობაში თავის თანაგუნდელთან, მისტიკთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობები.

 ვიკენი

9

უილიამ ბილი კაპლანი ძლიერი ჯადოქარია, რომლის შესაძლებლობებიც შეუზღუდავია. მისი რომანი თავის თანაგუნდელ ჰალკთან, კომიქსებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეი ურთიერთობაა.

 ჰალკი

10

თინეიჯერების საყვარელი სუპერგმირებიდან ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირი ჰალკი ყველაზე პოპულარული ლგბტ გმირი გახდა მარველის სამყაროში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

One Comment

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s