2015 წლის ნოემბერში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში საქრთველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც იყო ჩართული.

საელჩომ 16 დღის განმავლობაში საზოგადოებას ის 16 ქალი წარუდგინა, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ, რათა საქართველო ქალებისთვის უსაფრთხო ადგილი გახდეს და მათ კანონით მინიჭებული ყველა უფლების გამოყენება შეეძლოთ.

1 მარტს კი თბილისის ისტორიის მუზეუმში 16 დღის ფოტოები გამოიფინა.

პოლიციის კაპიტანი მაია ფელიშვილი ერთ-ერთია, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროექტში ჩაერთო. ქალი, რომელიც მრავალი წლის წინ თავადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, დღეს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორი და გამომძიებელია, ოჯახსა და ქალზე ძალადობის ფაქტებს თავად იძიებს და პრობლემის მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული.

“აშშ-ის საელჩოს ეს პროექტი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ საზოგადოებას გააცნო ძალიან ბევრი ქალი, რომლებიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. პროექტამდე მათ უმეტესობას არ ვიცნობდი. ვიგრძენი მათი თანადგომა და ის, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვარ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა რთულ ყოველდღიურ შრომასთან არის დაკავშირებული, ეს ემოციურადაც და ფიზიკურადაც ურთულესი პროცესია. ის, რომ ამდენი ქალი აქტიურად არის ჩართული პროცესში, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია”, – ამბობს მაია ფელიშვილი.

თამარ გურჩიანმა, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, პროექტის შესახებ თქვა:

“ბოლომდე არც გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს საუბარს ამ ძალიან მტკივნეულ თემაზე. დღეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ ერთ-ერთი ქალი ვარ, რომელიც ამ ფოტოპროექტში მოხვდა.

როგორც წესი, როცა საქმე ქალების მიმართ ძალადობას, მათ ჩაგვრას და დისკრიმინაციას ეხება, ძალიან პესიმისტური პროგნოზებით გამოვირჩევით, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ის პროგრესი, რაც ბოლო წლებში გვაქვს. ახლა შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს ქალთა მიმართ ძალადობა საგრძნობლად გაიზარდა. მეტია არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შეტყობინება პოლიციაში, არამედ დამცავი და შემაკავებელი ორდერების რიცხვიც. ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობის შემთხვევები გახშირდა, არამედ ძალადობის შესახებ შეტყობინებების რიცხვმა მოიმატა. ეს არის ჩვენი ყველას დამსახურება: მედიის, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნების საელჩოების.  

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობაზე საუბარი სირცხვილი არ არის, სირცხვილია თვითონ ძალადობა”. 

რუსუდან გოცირიძე

“ქალთა მიმართ ძალადობას ვებრძვი იმავე საშუალებებით, რომელსაც ხშირად ძალადობის გასამართლებლად იყენებენ – ღმერთით და ბიბლიით”, – რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი.

მაია ფელიშვილი

“ქალთა მიმართ ძალადობას კანონის აღსრულებით ვებრძვი. ჩემი გზავნილი მსხვერპლ ქალებს – გამოიყენე შენი უფლება, შენ გიცავს კანონი, შეგვატყობინე, ჩვენ მოვალთ შენთან და დაგეხმარებით”, – მაია ფელიშვილი, გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი.

IMG_6048

ნინო ლეჟავა 16 დღის ქალები

“ქალთა მიმართ ძალადობას ვუპირისპირდები მოქალაქეებისთვის ცოდნის შეთავაზებით ადამიანის უფლებების, ფემინიზმისა და გენდერული დემოკრატიის შესახებ. ჩემი შრომით ვცდილობ, გავაძლიერო ის ქალები და მამაკაცები, რომლებიც თანასწორობის იდეას ამკვიდრებენ საზოგადოებაში”, – ნინო ლეჟავა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი.

თამარ გურჩიანი

თამარ გურჩიანი

რუსუდან კერვალიშვილი

რუსუდან კერვალიშვილი

რუსუდან გოცირიძე

რუსუდან გოცირიძე

IMG_6021

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s