ფოქს ნიუსის წამყვანმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა ბილი ო’რაილიმ თავის შვილებზე მეურვეობის უფლება მას შემდეგ დაკარგა, რაც მისმა შვილებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ მათ დედასთან ცხოვრება ურჩევნიათ. მიზეზად კი ბილის მხრიდან ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობა დაასახელეს, რომელსაც შვილები შეესწრნენ.

13 და 17 წლის შვილებზე სრული მეურვეობის უფლება დედას, მაურინ მაკფილმის მიენიჭა.

გასულ წელს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შვილებზე სრული მეურვეობა დედას ენიჭებოდა, ბილი ო’რაილიმ გაასაჩივრა. მიუხედავად ამისა, ოთხმა მოსამართლემ გადაწყვეტილება ბილის ყოფილი მეუღლის სასარგებლოდ მიიღო და მეურვეობის უფლება დედას მიანიჭა.

გასულ წელს, ო რაილის 17 წლის ქალიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მაინ დაინახა როგორ ძალადობდა ო’რაილი თავის ყოფილ ცოლზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ო’რაილიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ყველანაირი ბრალდება, რომელიც აღნიშნულ სასამართლო პროცესს უკავშირდება, 100%-ით ტყუილი და ცილისწამებაა. ვაპირებ დუმილის უფლება გამოვიყენო, რადგან ამ თემაზე ზედმეტი საუბრით შესაძლოა ჩემი შვილები დაზარალდნენ”, – აღნიშნა მან. 

2016 წლის 24 თებერვალს გასაჯაროებული სასამართლო ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მისი შვილი ბილი ო’რაილის არა მხოლოდ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს, არამედ უპასუხისმგებლო მშობლადაც მოიხსენიებს.

გარდა ამისა, სასამართლო ჩანაწერებიდან ჩანს, თუ როგორ ეუბნება ბილი თავის ქალიშვილს, რომ დედამისი “ბოზია”.

ბილი ო’რაილი კვლავ აპირებს გამოტანილი ვერდიქტის გასაჩივრებას და საბოლოო გადაწყვეტილების თავის სასარგებლოდ შეცვლას.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სასამართლო დავა ბილი ო’რაილისთვის პირველი არაა. 2004 წელს იგი ფოქს ნიუსის პროდიუსერმა, ანდრეა მაკისმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბილი ო’რაილი ცნობილია, როგორც ოჯახური ღირებულებების ქომაგი და ამ მოტივით, ლგბტ ქორწინების წინააღმდეგი. იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებულ შტატებში ლგბტ ქორწინების მიღებას. ბილის პოლიტიკური შეხედულებების მთავარი იდეა სწორედ “ოჯახური ღირებულებების დაცვა და პატივისცემაა”.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s