ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქმე თბილისის მერიას განსახილველად უკან დაუბრუნდა, პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ დადებითად შეაფასა.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ პრინციპში არ მიიღო ცუდი გადაწყვეტილება. ეს კარგიც არის. მას შეეძლო ბათილად ეცნო, მაგრამ არ ცნო. უბრალოდ არაკანონიერად ჩათვალა აღნიშნული უფლება და განსახილველად დაუბრუნა თბილისის მერიას”, – აღნიშნა ნატა ფერაძემ

პარტიზანი მებაღეები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის მერია დიდი ალბათობით გაასაჩივრებს და შიშობენ, რომ ვაკის პარკში მშენებლობას ისევ აღადგენენ. ფერაძე აღნიშნავს, რომ თბილისის მერიაზე სამოქალაქო წნეხი გაიზარდა მნიშვნელოვანია, რათა ვაკის პარკს სარეკრეაციო ზონის სტატუსი აღუდგეს და იქ მშენებლობის განახლება არ მოხდეს.

“აქციას აუცილებლად დავგეგმავთ, რადგან მერიის პოზიცია და პასუხები იყო სრულიად მიუღებელი. ჩვენი გეგმების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავავრცელებთ”, – განაცხადა ნატა ფერაძემ “17 მაისთან” საუბრისას.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის უფლება ბათილია.

სასამართლომ “პარტიზანი მებაღეების” წევრების მიერ 2014 წელს შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, ჭავჭავაძის 68 ნომერში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s