“სამწუხაროდ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში პირველად არ მომხდარა განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების დევნა და მათი რელიგიური წესების აღსრულებისათვის ხელის შეშლა”, – ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმ თემს არ გააჩნია სასაფლაო და მიცვალებულთა დაკრძალვა მეზობელი სოფლების მუსლიმთა სასაფლაოზე ან საკუთარი სახლების ეზოებში უწევთ. პრობლემის მოგვარების მიზნით, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტომ მუსლიმთათვის სასაფლაოს მოსაწყობად წარმოადგინა სოფელ ადიგენში შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფის რეკომენდაცია. თუმცა, ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა რეკომენდაციას არ დაეთანხმა, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო მოგვიანებით, ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ნაცემია მუსლიმთა თემის სამი წარმომადგენელი.

“აღნიშნული დარღვევები თავის დროზე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული, დაუსჯელობამ კი ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების ერთობლივ თანაცხოვრებას.

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებას ურჩევს, რათა ვითარება არ დაიძაბოს და რელიგიური შუღლი უფრო ფართო მასშტაბით არ გაღვივდეს”, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა გონივრული საშუალება დაძაბულობის თავიდან არიდებისა და ვითარების განმუხტვის მიზნით. ასევე მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, უმოკლეს ვადაში გამოიძიოს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, რადგან დაპირისპირება და სამართალდამცავების დაგვიანებული ან არაჯეროვანი რეაგირება კიდევ ერთხელ არ გახდეს ძალადობის წახალისების საფუძველი.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s