თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის უფლება ბათილია.

სასამართლომ “პარტიზანი მებაღეების” წევრების მიერ 2014 წელს შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, ჭავჭავაძის 68 ნომერში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო.

“პარტიზანი მებაღეების” ერთ-ერთი წევრი, ნატა ფერაძე “17 მაისთან” საუბრისას აღნიშნავდა, რომ ვაკის პარკში მშენებლობის განახლება დამღუპველი იქნებოდა როგორც ეკოლოგიურად, ისე ეკონომიკურადაც.

ხოლო, პარტიზანი მებაღეების ადვოკატი, ნინო სოსელია ამბობდა, რომ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება უკანონოდ იყო გაცემული, რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა სივრცით ტერიტორიული მოწყობის შესახებ საქართველოს კანომდებლობას და მშენებლობის ნებართვის წესს.

აღნიშნული საქმე თბილისის მერიას განსახილველად უკან დაუბრუნდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s