თბილისის მერია ახალგაზრდა თარჯიმან დაქტოლოლოგების მომზადების დაფინანსებას იწყებს. პროექტი მიზნად ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს.

ხელშეკრულება ჟესტების ენის ახალგაზრდა თარჯიმნების სწავლებისა და დასაქმების დაფინანსების შესახებ თბილისის მერიამ ყრუთა კავშირთან გააფორმა. პროექტის ბიუჯეტი 19 800 ლარია.

მის ფარგლებში მიმდინარე წელს ჟესტების ენას 18 ადამიანი ისწავლის.

თბილისის საკრებულოს წევრი და მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივნის, რატი იონათამიშვილის თქმით, სმენის არმქონე ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ჟესტების ენის სერვისების განვითარებაა.

“სმენის არმქონე ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ჟესტების ენის სერვისი ვითარდებოდეს, რადგან ეს ბარიერი მათთვის ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, ამ ხელშეკრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჟესტების ენის პოპულარიზაცია ახალგაზრდა ადამიანებში ხდებოდეს რადგან ეს სმენის არ მქონე ადამიანების ჩართულობას და ინფორმაციაზე წვდომას გაზრდის”, – ამბობს იონათამიშვილი.  

მას შემდეგ, რაც ჟესტების ენას დაეუფლებიან, თარჯიმნები ყრუთა კავშირში დასაქმდებიან. ისინი იურიდიული, სოციალური და სხვა მიმართულებებით მომზადდებიან.

კავშირის თავმჯდომარე, ამირან ბატატუნაშვილი ამბობს, რომ საქართველოში თარჯიმნების რაოდენობა საკმარისი არ არის.

“თარჯიმნების რიცხვი სმენის არმქონე მოქალაქეების რაოდენობის 15-20% უნდა იყოს,  ჩვენთან კი ჟესტების ენა დაახლოებით  5-10%-მა იცის, რაც ცოტაა”.

დღეს საქართველოში სმენის არმქონე, ასევე სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის ორი სპეციალიზებული სკოლა არსებობს – თბილისსა და ქუთაისში. თბილისში, 203-ე სკოლა-პანსიონში დაახლოებით 300 ბავშვი სწავლობს, ქუთაისის 45-ე სკოლაში კი დაახლოებით 80.

ამირან ბატატუნაშვილი ყრუთა კავშირი

ამირან ბატატუნაშვილი

ამირან ბატატუნაშვილის თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველოში ინკლუზიური განათლებაც არის დანერგილი, ორი სპეციალიზებული სკოლა საკმარისია, თუმცა პრობლემაა სკოლამდელი აღზრდა, რადგან სმენის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის ერთადერთი ბაღი არსებობს. ის თბილისში მდებარეობს და კანონით სხვა რეგიონებში მცხოვრები ბავშვების მიღების უფლება არ აქვს. საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში სმენის პრობლემების მქონე ბავშვებს სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ და სკოლაში აბსოლუტურად მოუმზადებლები მიდიან.

ყრუთა კავშირი 1926 წლიდან არსებობს. ის საქართველოში ერთადერთი სათემო ცენტრია, სადაც სმენის პრობლემების მქონე ადამიანები სხვადასხვა, მათ შორის თარჯიმნის მომსახურებას იღებენ. ამირან ბატატუნაშვილის თქმით, კავშირის ფუნქცია სმენის პრობლემების მქონე ადამიანების ინტეგრაცია, იურიდიული დახმარება, მათი უფლებების დაცვა და დასაქმებაა. ყრუთა კავშირს ფილიალები რეგიონებშიც აქვს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s