“სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა“, – ასე საქართველოს სახალხო დამცველი დედის დღეს გამოეხმაურა.

სპეციალური განცხადებით ომბუდსმენი ამბობს, რომ დედებს სტერეოტიპული შეხედულებებისა თუ მავნე პრაქტიკების გამო, ხშირად მარტოს უწევთ შვილების აღზრდაზე ზრუნვა.

“მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საქართველოში უამრავი დედაა, რომელიც საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას და გამართულ სოციალურ სერვისებს. სწორედ ამიტომ მსურს ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო დედებს, რომლებიც, თავისი ღვაწლის მიუხედავად, არ მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ, თვითდასაქმებულ და მიგრანტ დედებს, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვის საგნად აქვთ ქცეული შვილებზე ზრუნვა, თუმცა, ხშირად რჩებიან ყურადღების გარეშე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედებსა და განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვთა დედებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ არამეგობრულ სერვისებთან შეხვედრა. პატიმარ დედებს, რომელთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას და შვილებთან ურთიერთობას ხშირად ხელს უშლის არსებული სტიგმა და ბარიერები”.

ომბუდსმენი ამბობს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და ბავშვის აღზრდისა და განვითარების საქმეში მშობლების საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას.

“სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების არარსებობა განაპირობებს ქალის როლის მხოლოდ რეპროდუქციულ ფუნქციამდე დაყვანას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ქალთა მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ხელშეწყობისათვის, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დაიწყოს შესაბამისი პროცედურები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირების მიზნით.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ სახელმწიფო განსაკუთრებული ზრუნვის საგნად აქცევს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ყველაზე დიდი საჩუქარი და მილოცვაა თითოეული ადამიანისთვის”, – ამბობს ომბუდსმენი. 

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s