პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მრავალშვილიანი ოჯახი.

“სამწუხაროდ, ქვეყანაში, სადაც დემოგრაფიული პრობლემები მძვინვარებს, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განსაზღვრული არ არის. წინა ხელისუფლების პერიოდში მრვალშვილიანად შვიდშვილიანი ოჯახი ითვლებოდა და მალე ესეც გააუქმეს. დღეს არ არსებობს ერთი სტანდარტი. მაგალითად, სხვადასხვა სამინისტროს სამშვილიანი ოჯახები ჰყავთ მიჩნეული მრავალშვილიან ოჯახებად და შესაბამისი პროგრამებიც მათთვის მოქმედებს”, – ამბობს ხუნდაძე.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი სტანდარტი, თუ რამდენშვილიანი ოჯახი ითვლება მრავალშვილიანად.

ხუნდაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის კომიტეტი მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობს და მხოლოდ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები აფერხებს.

“ამის მიხედვით და სახელმწიფოს ბიუჯეტის გათვალისწინებით, როდესაც მოხდება სრულყოფილი დათვლები, გადაწყდება, თუ რამდენშვილიანი ოჯახი შეიძლება ჩაითვალოს მრავალშვილიან ოჯახად. ამის შესახებ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა – 3 თუ 4 შვილიანი ოჯახი? ესეც მხოლოდ მიღებული ინფორმაციის და დათვლების შედეგად დადგინდება. ფაქტია, მრავალშვილიანი ოჯახების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. სტატუსის განსაზღვრის შემდეგ ერთად მოვუყრით თავს ყველა იმ ინიციატივას, რაც ამჟამად ხორციელდება სხვადასხვა სფეროში და შევიმუშავებთ დამატებით ინიციატივებს, რომელიც ეტაპობრივად იქნება გაწერილი. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობა სავარაუდოდ, ზაფხულამდე დასრულდება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s