კვლევა, რომელიც შეისწავლის კავშირს ლგბ იდენტობას, მის გამჟღავნებასა და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” მიერ ორგანიზებულ მე-4 ეროვნული სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში თეკლა ნემანიშვილმა და ლია ჯანაშიამ ჩაატარეს.

კვლევაში “აბედნიერებს თუ არა ქამინგ აუთი?” მონაწილეობა 50 რესპონდენტმა მიიღო, რომლებიც გეიდ, ლესბოსელად, ბისექსუალად იდენტიფიცირდებოდნენ. მონაწილეები ერთმანეთისგან განსხვდებოდნენ სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლებით: სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, შემოსავლის დონე, სამუშაო სტატუსი, საცხოვრებელი ადგილი და ა.შ. მონაწილეთა ასაკი მერყეობდა 17-57 წლამდე.

Whitman & Nadal​-ის მიხედვით, ქამინგ აუთი გულისხმობს ლგბ ინდივიდის მიერ სხვებისთვის საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამხელას/გამჟღავნებას. ის თუ ვისთან გაამჟღავნებს ინდივიდი თავის ლგბ იდენტობას, დამოკიდებულია დროზე, სივრცესა და სიტუაციაზე. ანუ, ლგბ ადამიანების უმრავლესობა სელექციურად ამჟღავნებს საკუთარ სექსუალურ იდენტობას და არა ყველასთან.

“კვლევათა უმრავლესობის მიხედვით, სექსუალური იდენტობის მალვა ლგბ ადამიანებში დაკავშირებულია სტრესის მაღალ დონესთან. მეტიც, ლგბ იდენტობის მალვა აღმოჩნდა რომანტიკული ურთიერთობით უკმაყოფილების, შიდსის სწრაფი განვითარების, სამსახურისადმი ნეგატიური დამოკიდებულებების, დასტრესისა და სუიციდის პრედიქტორი. მიუხედავად ამისა, ბევრი ლგბ ადამიანი მაინც მალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას სხვადასხვა პირადი და საზოგადოებრივი მიზეზების გამო. შეიძლება ითქვას, რომ მალვა ერთგვარი სტრატეგიაა, რომელსაც ინდივიდები ხშირად იყენებენ სტიგმატიზაციის თავიდან ასარიდებლად”, – ნათქვამია კვლევაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს კვლევები, რომლებითაც დასტურდება დადებითი კავშირი ლგბ იდენტობის მალვასა და კარგად ყოფნას შორის (Legate, Ryan, & Weinstein, 2012). მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სუიციდის, ვერბალური და ფიზიკური ძალადობის უფრო ბევრი შემთხვევა ფიქსირდებოდა იმ ლგბ ადამიანებთან, რომლებიც უფრო გახსნილები იყვნენ სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების თვალსაზრისით (D’Augelli, A. R., Hershberger, S. L., & Pilkington, 1998).

კვლევის ავტორების თქმით, ემპირიულად დასტურდება ისიც, რომ ლგბ იდენტობის გამჟღავნება დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან და, ამავდროულად, არსებობს კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ საპირისპიროს, რომ ლგბ იდენტობის გამჟღავნება ამცირებს ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის მაჩვენებელს.

“საფუძვლიანი კითხვა ჩნდება იმის შესახებ, ღირს თუ არა ქამინგ აუთის გაკეთება? აბედნიერებს კი ის? ჩვენი კვლევის ფარგლებში შევეცდებით, ამ კითხვასაც გავცეთ პასუხი”, – ამბობენ ნემანიშვილი და ჯანაშია.

კვლევაში ნათქვამია, რომ სექსუალური იდენტობის სხვებისთვის გამჟღავნებას შეიძლება პოზიტიური გავლენა ჰქონდეს მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუმცა, გარემოში, სადაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია მიიჩნევა მიუღებლად, სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნება ასევე დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

ლგბ იდენტობის გამჟღავნების ხარისხი და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა

კვლევის შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ლგბ იდენტობის გამჟღავნების ხარისხსა და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას შორის არის დადებითი კორელაცია. ე.ი რაც უფრო გამჟღავნებული აქვს ლგბ ადამიანს სექსუალური იდენტობა, მით უფრო მაღალია მისი ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის მაჩვენებელი.

ლგბ იდენტობის განზომილებები და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა

კვლევის ავტორები ვარაუდობდნენ, რომ ნეგატიური ლგბ იდენტობების (იდენტობაში დაურწმუნებლობა, იდენტობის დამალვის მოტივაცია, რთული პროცესი, ინტერნალიზებული ჰომონეგატიურობა, თვითმიმღებლობის შფოთვა) კორელაციური კავშირი ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან იქნებოდა უარყოფითი. კვლევის ჰიპოთეზა ნაწილობრივ გამართლდა, კერძოდ კი ისეთი განზომილებები, როგორიცაა თვითმიმღებლობის შფოთვა და იდენტობაში დაურწმუნებლობა უარყოფით კორელაციურ კავშირშია ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან.

“ანუ, რაც უფრო დაურწმუნებელია ადამიანი საკუთარ ლგბ იდენტობაში და უჭირს მისი მიღება, მით უფრო დაბალია მისი ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის მაჩვენებელი”, – ამბობენ კვლევის ავტორები.

ასაკი და ლგბ იდენტობის გამჟღავნების ხარისხი

კორელაციურმა კვლევამ დაადასტურა ვარაუდი, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ლგბ იდენტობის გამჟღავნების ხარისხი.

კვლევის ფარგლებში მნიშვნელოვანი განსხვავება აღმოჩნდა ქალებისა და კაცების ლგბ იდენტობის გამჟღავნების ხარისხებს შორის. კერძოდ, კაცები უფრო გახსნილები არიან ლგბ იდენტობის გამჟღავნების თვალსაზრისით, ვიდრე ქალები. ასევე, აღმოჩნდა, რომ კაცებს ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ქალებთან შედარებით. ამავდროულად, ქალებში უფრო მაღალი აღმოჩნდა ლგბ იდენტობაში დაურწმუნებლობის მაჩვენებელი.

“სექსუალური იდენტობის გამჟავნების თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ გეი კაცებს. ლესბოსელების, ბისექსუალებისა და “ვერ გადაუწყვეტიასლგბ იდენტობის გამჟღავნების ხარისხი კი თითქმის იდენტურია და ორჯერ ნაკლებია გეებთან იმავე მაჩვენებელზე. ასევე, აღმოჩნდა, რომ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში ყველაზე დაურწმუნებლები არიან ლესბოსელები, ბისექსუალები, “ვერგადაუწყვეტია“, გეები კი ბევრად დარწმუნებულები აღმოჩნდნენ საკუთარ სექსუალურ იდენტობაში”, – ნათქვამია კვლევაში.

უცხოური კვლევების საპირისპიროდ აღმოჩნდა, რომ საქართველოში გეები და კაცები ბევრად უფრო გახსნილები არიან ლგბ იდენტობის გამჟღავნების თვალსაზრისით, ვიდრე სხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები. ამას კვლევის ავტორები იმით ხსნიან, რომ კაცები უფრო დამოუკიდებლები არიან, აქვთ უფრო მაღალი შემოსავალი, რაც როგორც კვლევები უჩვენებს (ნემანიშილი, 2015; ყაზაიშვილი, 2014), მნიშვნელოვან დადებით კავშირშია ქამინგ აუთთან. ამის საპირისპიროდ, ქალები და ლესბოსელები, უფრო დამოკიდებულები არიან და ნაკლებად აქვთ შემოსავლის წყარო, რაც განაპირობებს ლგბ იდენტობის გამჟღავნების დაბალ ხარისხს.

“გამომდინარე იქიდან, რომ ლგბ იდენტობის გამჟღავნების ხარისხი უფრო მაღალია კაცებსა და გეებში, ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის მაჩვენებელიც მაღალია ამ ჯგუფებში. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ კაცები და გეები უფრო დარწმუნებულები არიან თავიან სექსუალურ იდენტობაში. ხოლო, იდენტობაში დარწმუნებულობა ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის ერთ-ერთი პრედიქტორია“, – ამბობენ კვლევის ავტორები.

ასევე, კვლევის მიხედვით, ის ლგბ ადამიანები, რომლებიც დაურწმუნებლები არიან თავიან სექსუალურ ორიენტაციაში და ამავდროულად აქვთ სექსუალური იდენტობის მიღებასთან დაკავშირებული შფოთვა, აქვთ ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის დაბალი მაჩვენებელი.

“ამის მიზეზის ძიებას ისევ ლგბ იდენტობის გამჟღავნების ხარისხთან მივყავართ, კერძოდ იდენტობაში დაურწმუნებელი და თვითმიმღებლობის შფოთვის მქონე პირებს აქვთ ლგბ იდენტობის გამჟღავნების დაბალი მაჩვენებელი, რაც განსაზღვრავს ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის დაბალ მაჩვენებელს.

მონაცემთა ანალიზმა მოგვცა საინტერესო შედეგები: ლგბ იდენტობა განსაზღვრავს ლგბ იდენტობის გამჟღავნების ხარისხს, რაც თავის მხრივ აისახება ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნაზე. ლგბ იდენტობის გამჟღავნებას წინასწარმეტყველებენ ისეთი სოციო-დემოგრაფიული მახასითებლები, როგორიცაა: ასაკი, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას კი მათგან მხოლოდ სქესი წინასწარმეტყველებს”, – ნათქვამია კვლევაში.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

  1. ძალიან კარგი პროცესია ქამინგ აუთი. მე პირადად, როცა ჩემს მეგობრებს გავუმხიკე ჩემი ორიენტაცია ასე ვთქვათ მომეშვა და სულ სხვა, უფრო კარგი გრძნობა გამიჩნდა 💙

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s