საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური ჟურნალისტებთან რასისტულ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, არ იცის თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვება მოუწევს თუ არა. თუმცა, ამბობს, რომ “უკეთეს შემთხვევაში კოალიცია გასუფთავდება”.

“ჩემი აზრით, ერთი მხრივ, კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არიული რასისგან, ცისფერსისხლიანებისგან და პლებეებისგან. მეორე მხრივ, მონებისგან. ის უნდა იყოს თანაბარი როგორც პიროვნებების კუთხით, ასევე პოლიტიკური ჯგუფებით. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი – რიგითი სადღაც თავს უფლებას აძლევს, რომ კოალიციის დამაარსებლით ერთი მხრივ ისარგებლოს და ის რაც მისგან აქვს, მიიღოს და მეორე მხრივ, ის კრიტიკის ქარ-ცეცხლში საჯაროდ გაატაროს. ამაზე კი, მისი არც ერთი თანაპარტიელი საწინააღმდეგო განცხადებას არ აკეთებს. ამასთანავე, ერთი სიტყვის შეშლისთვის სხვას – კოალიციის სხვა წევრს ლამის ცოცხლად მარხავენ. ასეთი განსხვავებული მიდგომები სანამ იქნება, კოალიციას ობიექტურობის საფუძველი არ ექნება. ამ შეფასებას კონკრეტული ადრესატი რომ არ ჰყავდეს, არ ვიტყოდი”, – აღნიშნა მეჭიაურმა.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s