თბილისში, 64-ე საჯარო სკოლის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა სახელწოდებით – “ნუ მაბოლებ”. აქციის მონაწილეებმა სასკოლო დაწესებულებიდან 50 მეტრზე ნაკლებ მანძილზე თამბაქოს რეალიზაცია გააპროტესტეს.

აქციაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ შეკრებილები, რომლებსაც  სიმბოლურად აირწინაღები ეკეთათ. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი ჰქონდათ შემდეგი შინაარსის პლაკატი – “ნუ მაბოლებ”, “აიკრძალოს მკვლელი რეკლამა”, “დაგვიბრუნეთ სუნთქვის უფლება” და სხვ.

“თამბაქოს კონტროლის ალიანსის” წევრები ითხოვენ, რომ სკოლებიდან 50 მეტრში აღიკვეთოს თამბაქოს გაყიდვა. ასევე, აიკრძალოს თამბაქოს ყოველგვარი რეკლამა და გამარტივდეს თამბაქოს შესახებ კანონის აღსრულება.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გზის მეორე მხარეს მდებარე თამბაქოს ორი ჯიხური, სკოლის შენობიდან დაახლოებით, 30 მეტრის მანძილზეა.

“თამბაქოს ინდრუსტრიის სამიზნე ჯგუფია ახალგაზრდები და ბავშვები. მიუხედავად  აკძალვისა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 წლამდე პირებზე თამბაქო თავიუფლად იყიდება. აკრძალულია ღერებით გაყიდვა, სკოლიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ჯიხურის არსებობაც, თუმცა კანონი არ აღსრულდება და ეს მონოპოლები და საქართველოც არღვევენ კონვეციით ნაკისრ ვალდებულებებს“, – თქვა გიორგი ბახტურიძე.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s