დღეს, 4 მარტს, 14:30 საათზე ბათუმის მეჩეთთან მუსლიმები გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ.

საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის თქმით, აქცია ეხება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნას და მუსლიმთა მიმართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში “განხორციელებულ უსამართლო ქმედებებს, რომელიც არ არის გამოძიებული და სათანადოდ სამართლებრივად შეფასებული ხელისუფლების მიერ”. 

აქცია ბათუმის ცენტრალური მეჩეთიდან დაიწყება და აჭარის მთავრობის სახლისკენ მშვიდობიანი მსვლელობით გადაინაცვლებს.

“ვითხოვთ ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფასა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვას. მეორე მოთხოვნაა, სოფელ ადიგენში მომხდარი ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. მესამე მოთხოვნა კი უკავშირდება ქობულეთის ბავშვთა პანსიონატის საკითხის დაუყონებლივ მოგვარების მოთხოვნას”, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s