გასპარ ნოეს ფილმთან Love დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, შესაბამის ექსპერტიზის დასკვნით, ფილმი Love პორნოგრაფიაა.

“17 მაისს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება ცენტრალური კრიმინალური დანაშაულის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში შესული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს.

საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.

ამასთან, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, ,,მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურეობის მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (მათ შორის, პორნოგრაფიული) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს კოდირებული ფორმით.

გამოძიების მიერ, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები (მათ შორის, გასპარ ნოეს ,,love”) მიეკუთვნება პორნოგრაფიას.

აღსანიშნავია, რომ  დაცვის მხარეს (გამავრცელებლებსა და მათ ადვოკატებს) უფლება აქვთ, დანიშნონ  ალტერნატიული ექსპერტიზა”.

არგენტინელი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმი Love 2015 წელს გამოვიდა. ის საქართველოში, ბათუმის ფილმების ფესტივალზე Biaff ოქტომბერში აჩვენეს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s