“ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ პროგრამები, რომლებიც, მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია”, – ეს საქართველოს პრემიერმინისტრმა “მე და საზოგადოების” შესახებ თქვა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ საკითხი რამდენიმე დღის წინ დეტალურად განიხილა და მის ირგვლივ არსებულ ყველა შეკითხვას უპასუხა.

“საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვებიც კი არის პასუხგაცემული და ამოწურული.

იმაში, რომ ადრეული ასაკიდანვე ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ და განვუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა, დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისინი თავიდან ავიცილოთ. პედაგოგების მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, რისკების არსებობის შესაძლებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა საჭირო არ არის და ამაზე ყველანი ვთანხმდებით“.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სახელით განათლების მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ბრალდებები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არანაირი კავშირი ამ საგანსა და სპეკულაციებს შორის არ არსებობს. ჩვენ, განხილვების პროცესში, უნდა გამოვრიცხოთ, თუკი რაიმე ასეთი რისკი შეიძლება არსებობდეს. ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მომავალში, უპირველეს ყოვლისა განხილული უნდა იყოს მთავრობაში და შემდგომ უკვე გუნდურად გამოითქვას მხარდამჭერი განცხადებებიც იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ პროგრამები, რომლებიც, ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – თქვა პრემიერმინისტრმა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s